წერაქვსა და მარნეულში ლიტერატურული კლუბი გაიხსნება
"ქიმერიონი" და "იასამანი" ეს იმ ლიტერატურული კლუბის სახელწოდებებია, რომელიც მარნეულსა და წერაქვში იფუნქიონირებს. ლიტერატურული კლუბის წამყვანი თამარ შენგელაია ამბობს, რომ მსგავსი დაწესებულება ადგილობრივების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.  წევრები იმსჯელებენ მსოფლიო ლიტერატურაზე და სხვადასხვა აქტივბებში ჩაერთვებიან.



შენგელაიას თქმით, პროექტის იდეა ასევე მარნეულის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. ლიტერატურული კლუბი 14 აპრილს გაიხსნება. „ქიმერიონი“ მარნელში იფუნქციონირებს, ხოლო „იასამანი“ სოფელ წერაქვში. შენგელაია მიიჩნევს, რომ ორი კლუბის არსებობა საინტერესო იქნება და ამავდროულად ხელს შეუწყობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი  ღონისძიებების დაგეგმვას და შეჯიბრებების მოწყობას

რადიო "მარნეული"
Print