ქუჩაში დაყრილი ნაგავი - ასრულებს თუ არა ზედამხედველობის სამსახური ნაკისრ ვალდებულებას მერია სიტყვიერად ვერ გვპასუხობს
მარნეულის ქუჩებში მრავლად შეხვდებით ნარჩენებს, რომლებსაც მოსახლეობა ძირის ჰყრის. ეს შეიძლება იყოს სიგარეტის ნამწვი, პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ბოთლები, მზესუმზირის ნარჩენები და სხვა მრავალი ნივთი, რაც ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
რადიო "მარნეულმა" ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა თავანთი პასუხსმგებლობის გაზრდასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე საუბრობს.

ტელეკომპანია იმედის სიუჟეტინდან ირკვევა რომ თბილისში 2017 წლის 8 თვის მონაცემების მიხედვით, ნაგავის დაყრის გამო სულ 3825 ჯარიმა გამოიწერეა აქედან 99 იურიდულ პირზე, ხოლო 3726 ფიზიკურ პირზე. დაჯარიმებულები როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.

ნარჩენების მართვის კოდექსში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება.  მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ პროგრამის დირექტორის მოადგილე ნინო თევზაძე აბობს, რომ დანაგვიანების მიზეხისხვადასხვა რამ შეიძლება იყოს. მაგალითად, არასაკმარისი ურნების რაოდენობა. მეორე შემთხევაში კი ურნების საკმარისი რაოდენობის მიუხედავად, მოსახლეობის უპასუხისმგებო ქმედება.  ამ შემთხევაში კი მნიშვნელოვანია შესაბამისი სამსახურების რეაგირება და საჯარიმო სანქციების ამოქმედება, რომელზეც რეაგირება, როგორც მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურებს აქვთ, ასევე საპატულო პოლიციას, როდესაც საგზაო მონაკვეთებს ეხება საქმე. მათ უნდა მოახდინონ შესაბამისი პირების დაჯარიმება.

თევზაძის თქმით, რა თქმა უნდა, ნარჩენები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სართხეს წარმოადგენს. განსაკუთრებით კი ის ნაგავსაყრელები, რომლებიც სოფლებში არალეგალურადაა.

რადიო „მარნეული“ დილიდან ცდილობს გაარკვიოს მარნეულის მერიაში ახორციელებს თუ არა ვალდებულებით ნაკისრ მონიტორინგს ზედამხედველობის სამსახური ქუჩაში ნაგვის დაყრასთან დაკავშირებით და დაუჯარიმებიათ თუ არა ამ დრომდე როგორც ფიზიკური,  ასევე იურიდიული პირები. ამისათვის ზედამხედველობის სამსახურის ახლადდანიშნულ უფროსს, დავით ღუდუშაურს დავუკავშირდით. საინტერესოა აქვს თუ არა ახლადდანიშნულ უფროსს პრობლემისადმი სტრატეგია და როგორ აპირებს კოდეექსით გათვალისწინებულ ვალდებულებების აღსრულებას.
აპირებს თუ არა მათი სამსახური მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას, თუმცა ღუდუშაურმა საკითხის გასარკვევად მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან გადაგვამისამართა, სადაც ტრადიციულად საკითხზე ოფიციალური წერილით მიმართვა გვთხოვეს.

2 კილოგრამამდე ნაგვის ქუჩაში გადაყრა 80 ლარის ჯარიმას გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც , რომ ჯარიმები წონის და განმეორებითი ქმედების შემთხვევებში იზრდება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან მარნეულის საკრებულოს დადგენილებით მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს, ნარჩენების ურნის გარეთ დაყრის გამო მოსახლეობის დაჯარიმება დაევალა.



რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები