სოფელ შულავრის მოსახლეობა სასმელი წყლის რეზერვუარის ღია ლუქის გამო შიშობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მცხოვრებმა 39 წლის ნიაზ გულიევმა რადიო „მარნეულს“ სოფელში მდებარე სასმელი წყლის რეზერვუარის პრობლემის გამო მოგვმართა. მისი თქმით, სოფელში სასმელი წყალი კვირაში მხოლოდ სამჯერ მოდის, მაგრამ ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ნიაზისათვის მთავარი პრბლემა ის რეზერვუარებია, რომელშიც სასმელი წყალი ინახება. როგორც თავად ამბობს, რეზერვუარების სახურავები ღიაა, ტერიტორიაზე კი ,სადაც ისინი არიან განთავსებული შეღწევა ადვილია. ნიაზი იმასაც ამბობს, რომ ობიექტს დაცვაც ჰყავს, მაგრამ ისინი ტერიტორიას თავისი სურვილისამებრ ტოვებენ.
„სოფ წყალიდან“ წყალს ქაჩავენ იქ და იქიდან უშვენებ სიფლებში. 3 წელია ჩვენ იქ დავდივართ, წყალსაცავის კიბეებიც გაფუჭებულია, სახურავი არ აქვს, ყოველთვის ღიაა და ქარიან ამინდში ნაგავიც შიგნით იყრება. სოფლის მაცხოვრებლებს ამაზეც კი არ შეუძლიათ უარის თქმა, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს.“ -ამბობს ნიაზი
რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტები ვიმყოფებოდით შულავრის სასმელი წყლის რეზერვუართან, ადვილად მოვახერხეთ რეზერვუარის შემოღობილ ტერიტორიაზე შესვლაც და თავახდილი წყლის საცავის ნახვაც, რაშიც ხელი არავის შეუშლია, რადგანაც ტერიტორიაზე დაცვის სამსახურის წარმომადგენლები არ იყვნენ. „სოფ წყალის“ დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე მამუკაშვილმა ჩვენთან საუბრისას მოსახლეობის ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ შულავრის სასმელი წყლის რეზერვუარები გამართულად მუშაობს.
“როგორ გეკადრებათ, ლუქი ადევს, ხუფი აქვს და ბოქლომით იკეტება. სანიტარული ზონაც შემოღობილია და პლიუს ჯიხურიც დგას იქ.“ - ალექსანდრე მამუკაშვილი
მამუკაშვილი ასევე გვითხრა, რომ გაარკვევდა თუ რატომ არ იყვნენ დაცვის წევრები ადგილზე და სიტუაციის გამოსწორებას დაგვპირდა.
რადიო „მარნეული“

Print