სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო სასამართლოს გადაწყვეტილებით რელიგიური წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი არ გახდება

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესი უმაღლეს სასამართლოში დასრულდა. ორ რელიგიურ ორგანიზაციას შორის მიმდინარე სასამართლო დავა

რელიგიურ წარმომადგენლობით საბჭოში გაერთიანებას შეეხებოდა.
საქართველოს მთავრობის N117 დადგენილების თანახმად, რელიგიურ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაერთიანებულიყვნენ საბჭოში, სადაც ისინი განკარგავდნენ იმ თანხებს რომლითაც საბჭოთა კავშირის დროს რელიგიური ორგანიზაციებისადმი მიყენებულ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს.
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო რეიგიურ საბჭოში უკვე გაერთიანებულია, მაგრამ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოსც ითხოვდა ზემოხსენებულ საბჭოში გაერთიანებას. როგორც სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირთაღი ასადოვი ამბობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 27 იანვრის N117 ბრძანების თანახმად ყველა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც 27 იანვრამდე იყო დარეგისტრირებული რელიგიურ საბჭოში გაწევრიანების შესაძლებლობა ჰქონდა.
„ჩვენი რელიგიური ორგანიზაცია 2013 წელს დავარეგისტრირეთ და ამიტომ მთავრობის N117 ბრძანება ჩვენც გვეხებოდა. მერე გავიგეთ რომ საქართველოს მუსლიმთა სამმართვლოს უფროსმა რამინ იგიდოვმა შეთანხმებას რომლის თანახმადაც, ვითომ ჩვენ N117 ბრძანებაში აღნიშნულ უფლებებით სარგებლობაზე უარს ვაცხადებთ, ჩვენს მაგივრად მოაწერა ხელი.“ - მირთაღი ასადოვი
აღნიშნულ საკითხზე სასამართლო დავა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავა წააგო. გადაწყვეტილება შემდგომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომლის გადაწყვეტილებითაც მათი ორგანიზაცია წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად ჩაითვალა, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება შემდგომში უმაღლესმა სასამართლომ გააბათილა.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს სასულიერო სამმართველოლოს მეორე დავა საკონსტიტუციო სასამართლოშიც აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოში ისინი სწორედ საქართველოს მთავრობის N117 დადგენილებას ასაჩივრებენ და თვლიან რომ აღნიშნული დადგენილება მუსლიმური ორგანიზაციებს ქრისტიანული ორგანიზაციებისაგან განსხვავებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს, როდესაც ითხოვს, რომ შიიტურმა და სუნიტურმა ორგანიზაციებმა შექმნან ერთი წარმომადგენლობითი საბჭო. ხოლო ქრისტიანულ ორგანიზაციებს, კათოლოკე, პროტესტანტი და სხვა შეუძლიათ ცალ-ცალკე შევიდნენ საბჭოში.
რადიო „მარნეული“

 

Print