სოფლის ისტორიაში პირველად შექმნილი სივრცე ბავშვების განვითარების ხელშეწყობისათვის
“წითელსოფლის განვითარების ახალგაზრდული ცენტრი” ასე ჰქვია დაწესებულებას, რომელიც სოფელში მცხოვრებ ბავშვებს აძლევს შესაძლებლბას ისწავლონ ქათული, ინგლისური და კომპიუტერი. ამავე ცენტრის ხელმძღვანელი შოგიკ აკოფიანი ამბობს, რომ მსგავსი სივრცის შექმნით სოფლის მოსახლეობა მოხარულია, ბავშვების დღე მხოლოდ სკოლაში სიარულოით შემოიფარგლებოდა ახლა კი შესაძლებლობა აქვთ დამატებითი მეცადინეობისთვის, სხვადასხვა აქტივოების განხორციელებისთვის და თვალსაწიერის გაფართოებისთვის
ცენტრში ამდროისთვის დაახლოებით 30 ბავშვი დადის. როგორც სკოლის მოსწავლეები ,ასევე საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვები. სოფელს საბავშვო ბაღი არ აქვს ამიტომ, მშობლები ცდილობენ თავიანთი შვილების განვიარებისთვის მსგავსი შესაძლებლობა გამოიყენონ.
წითელი სოფლის განვითარების ახალგაზრდული ცენტრი კერძო სახლშია განთავსებული, რომელიც ერთ-ერთმა მოსახლემ უსასყიდლოდ დათმო საკუთარი სოფლის ბავშვების განვითარებისთვის. სასწავლო გაკვეთილებში ამავე სოფლის ახალგაზრდები არიან ჩართულნი, მაგალითან, მეთორმეტე კლასელი თამარა, რომელიც ჩვენი მისვლის დროს პირველ კლასელ გოგოს ინგლისურის გაკვეთილს უტარებდა ფიქრობს, რომ მსგავსი საქმიანობით ,როგორც საკუთარ შესაძლებლობებს ავითარებს, ასევე ბავშვებს ეხმარება.
აკოფიანის თქმით, ცენტრში არამხოლოდ ბავშვებს, არამედ იმ ადამიანებსაც შეუძლიათ მისვლა, ვისაც რაიმე განცხადების ან ოქმის დაწერა სურს. რაშიც თავიანთი რესურსით დაეხმარებიან. პროექტი ხორციელდება ფონდ „ტასოს“ მხარდაჭერით, რომელიც ხუთი თვის განმავლობაშ გრძელდება, თუმცა შოგიკი თვლის, რომ საკუთარი ძალებით იმისთვის, რომ ცენტრი არ დაიხუროს შეეცდება სხვა პროექტს დაწეროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები