მარნეულში ექსტერნის გამოცდებზე 25% ჩაიჭრა
მარნეულის სკოლებიდან ექტერნის გამოცდებში 25% ჩაიჭრა. როგორც მარნეულის რესურს-ცენტრის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნანა მოსიაშვილი ამბობს, რომ ექსტერნის გამოცდისათვის მარნეულის მასშტაბით სულ 179 აპლიკანტი დარეგისტრირდა აქედან კი საგნის გამოცდები 75%-მა წარმატებით ჩააბარა.

გამოცდა სკოლებში 15 მარტს დაიწყო და 25 მარტის დასრულდა.

გამოცდაზე გასვლის უფლება ჰქონდათ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული იყვნენ სასწავლო პროცესს და არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს და გამოთქვეს სურვილს პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევასთან დაკავშირებით.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები