მოსახლეობა სიძვირის გამო საეჭვო წარმოშობის ხორცის ყიდვას ამჯობინებს
სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - FAO, მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის და ხორც პროდუქტების შეძენისგან, ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები დაცული არაა. “აღდგომის დღეებში, მარხვის დასრულებასთან ერთად იმატებს ხორცპროდუქტების მოხმარება, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირია არაკეთილსაიმედო გარემოში გასაყიდად გამოტანილი ხორცი, რომელთა წარმომავლობა, ისევე როგორც დაკვლის ადგილი, უცნობია მომხმარებლისთვის.”

დღეს მარნეულის ბაზარშიც ხალხმრავლობა შეიმჩნევა, მოსახლეობა აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება და ცდილობს პროდუქტები შეიძნონ. განსაკუთრებულ მოთხოვნაშია დღეს სხვადასხვა სახეობის ხორცი. რადიო "მარნეულის" ჟურნალისტები ვიმყოფებოდით ბაზარში და მოსახლეობა გამოვკითხეთ არიან თუ არა ისინი ხორცის უვნებლობაში დარწმუნებულნი.

აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი ამბობს, რომ ბაზარში ნაყიდს ვერ ენდობა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იძახის, რომ ადგილები იციან, სადაც დარწმუნებულები არიან ხორცის სიჯანსაღეში. ზოგიც ამბობს, რომ იძულებულები არიან ხორცი იქ შეიძონონ, სადაც იაფი ღირს, თუმცა არ იციან რამდენად ჯანსაღია.

“მე ბაზარში არ ვყიდულობ ხორცს, ვცდილობ მაღაზაში ვიყიდო, ვერ ვენდობი. ზოგი მკვდარი საქონლის ხორცს ჰყიდის. ასე არ შეიძლება, მაგრამ ხალხი იაფად რომ ნახულობს მაინც ყიდულობს“

„მე თუ მკითხავ ზოგიერთ მაღაზიასაც არ უნდა ენდო. უკვე ვარავის ვენდობი. თან , მითუმეტეს ისეთი რაღაცები აჩვენეს ტელევიზორში. ჩემი თვალით მინახავს, ბაზარში ხორცს რომ ბუზები აზის . ასეთი რამ არ შეიძლება, მაგრამ მარტო შმოწმებაც არაა. კანონი, რომ კანონობდეს ასე არ იქნებოდა“

„მე პირადად უკვე ერთი წელია ხორცს არც კი ვყიდულობ“

სურსათის ეროვნული სააგენტო მსახლეობას აფრთხილებს (უცვლელად გთავაზობთ):

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის - FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამა NAITS მომხმარებელს მოუწოდებენ, არ შეიძინონ ხორცი საეჭვო ადგილებში! საქონლის ხორცის შეძენისას კი ყურადღება გაამახვილონ იმ გარემოებაზე, რომ გასაყიდი ხორცი უნდა იყოს ნიშანდებული, ასევე უნდა გააჩნდეს ფორმა ნომერი 2 და ეტიკეტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული ცხოველი დაკლულია სასაკლაოზე და გავლილი აქვს, დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული შემოწმება.
საქონლის ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
• სასაკლაოს აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი, იმ ქვეყნის მითითებით, სადაც მდებარეობს სასაკლაო (დაიკლა − ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი) ასევე დამზადების თარიღი და საათი;
• თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“) ეტიკეტზე მითითებულ უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
• თუ ხორცი, იმპორტირებულია სხვა ქვეყნიდან, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
• ხორცი უნდა ინახებოდეს, სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; შენახვის ტემპერატურა: 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადა 48 საათი;
• სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებული უნდა იყოს განთავსებული. ასევე, განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული სხვადასხვა ქვეყნებიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა..) იმპორტირებული ხორციც. წვრილფეხა საქონელს შემთხვევაში, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ კრიტერიუმებს:
• ხორცი უნდა ინახებოდეს, სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. ტემპერატურა: 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადა 48 საათი;
• ხორცის გამყიდველს ნათლად უნდა ქონდეს მითითებული პროდუქტის სახეობა (ღორი, თხა, ცხვარი)
• ეტიკეტზე წარმოდგენილი უნდა იყოს: ბიზნეს ოპერატორის დასახელება და სასაკლაოს აღიარების ნომერი; ასევე დამზადების თარიღი და საათი.
ეტიკეტი, ისევე როგორც ვეტ-მოწმობა ანუ ფორმა ნომერი ორი, გამოკრული უნდა იყოს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე.
FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინენ იმ გარემოებას, რომ ბაზრებსა და სხვა არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში, ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ არაჰიგიენურ პირობებში დაკლული და რეალიზებული ხორცისგან ცხოველური დაავადებებით დაინფიცირების რისკი გაცილებით მაღალია.
გაუფრთხილდით, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას გთხოვთ, დარეკოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე: 15 01;
იცოდეთ თქვენი უფლებები და იყავით დაცული!


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები