ყოფილი სამხედრო ქალაქის მკვიდრებს მიშენებული ფართების დასაკანონებლად 15 დღიანი ვადა მისცეს
დარიკო ისმაილოვა ყოფილი სამხედრო ქალაქის 53 წლის მცხოვრებია. ამბობს, რომ დაახლოებით 35 წელია, რაც აქ ცხოვრობს. ადრე ის სამხედრო მოსამსახურე იყო. მეუღლეს დაშორებულია და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. მისივე თქმით , ორი წლის წინ ორსართულიან საცხოვრებელი სახლის შემოსასვლელი შემოღობა და რკინის კარი გააკეთა. მშენებლობის დროს კი არავის უთქვამთ, რომ მსგავსი ქმედება არაკანონიერი იყო. 2 აპრილს კი მერიიდან მისულმა წარმომადგენელმა უთხრეს, რომ მიშენებული ფართი უკანონოა და 15 დღეში უმდა დააკანონოს.

„ყველაფერი კანონის ფარგლებში გავაკეთე. მონახაზები დისკზე ჩაწერილი. საფასურიც გადავიხადე ჩეკით. უბრალოდ შემოვღობე ტერიტორია. ახლა მეუბნებიან წითელი ხაზის ზოლში ვარ. არა და არ გადავსულვარ. აქ ისეთ დღეში იყო ყველაფერი. მოვაწესრიგე, გავალამაზე ბანკიდან კრედიტით“.- ამბობს დარიკო

ეს პრობლემა მხოლოდ დარიკოს არ აწუხებს. ყოფილი სამხედრო ქალაქის სხვა მაცხოვრებლებიც მსგავს ვითარებაში არიან. 5 აპრილს სამხედრო ქალაქის მკვიდრებმა სამსჯელოდ ერთად მოიყარეს თავი.

ამბობენ, რომ მერიიდან მოსულმა წარმომადგენელმა თქვა რომ თუ 15 დღეში არ დააკანონებენ მიშნებულ ფართს 2000 ლარით დაჯარიმდებიან და შენობა დაინგრევა.

„დიახ მივაშენეთ, და რომ ვაკეთებდი ამას არავის უთქვამს რატომ აკეთებო ? ახლა 15 დღიან ვადას მაძლევენ,  რომ ჯარიმა გადავიხადო. ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობ. სამი შვილი მყავს. პატარა ბავშვი. მე ეს ისედავ დახმარებებით და ვალით მივაშენე. ახლა საიდან ავიღო ფული 15 დღის ვადაში.“-ამბოს ერთ-ერთი მოსახლე.

ე.წ. სამხედრო ქალაქის მკვიდრებმა სხვა პრობლემებიც განიხილეს. მაგალითად, ნაგავი და ასევე ქუჩის ძაღლების პრობლემა. მათთვის საღამოს საათებში ეზოში ჩასვლა საშიში ხდება. მოსახლეობამ აღნიშნულ პრობლემებზე მერიაში წერილით მიმართვა გადაწყვიტა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები