მხოლოდ ერთ სამარშრუტო კომპანიას ყოველდღიურად 500-მდე მგზავრი მარნეულიდან თბილისში გადაჰყავს
უკვე მეთვრამეტე წელია რაც მარნეულში შპს „ტრანსი 2009“ ფუნქციონირებს. პირველი სამარშრუტო ტაქსია, რომლებსაც მგზავრები ყოვლდღიურად მარნეულიდან თბილისში გადაჰყავს. კერძოდ კი სადგურის მოედნამდე მიჰყავს. როგორც სამარშრუტო ტაქსების მუშაკი ლევან ხარაიშვილი ამბობს, ყოველდღიურად მათ თბილისის მიმართულებით დაახლოებით 400-450 მგზავრი გადაჰყავთ. კვირის დღეებიდან კი ორშაბათს გამოარჩევს მგზავრები უფრო მეტი ჰყავთ და საშუალოდ 500 მგზავრს ითვლიან. მისივე თქმით, უმეტესად ტრანსპორტით სტუდენტები სარგებლობენ.

აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ღირებულება 2 ლარია. ამას გარდა ,ქალაქ მარნეულში სხვა სატრანსპორტო საშუალებებიც არის, მაგალითად , მინივენები, რომლებსაც მგზავრები მარნეულიდან სადგურის მოედნამდე მიჰყავს და პირიქით. ერთი გზის ღირებულებაა 2.50 . ასევე მარნეულიდან ისანი-სამგორის მიმართულებით გადის სამარშუტო ტაქსები, რომლის ღირებულება 2 ლარია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები