"რაღაც ომის დღეა ან გამარჯვების, არ ვიცი" - გამოკითხვა 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ
დღეს 9 აპრილია, ეს დღე საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს - 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს. „რადიო მარნეული“ დაინტერესდა იცს თუ არა მოსახლეობამ 9 აპრილის მნიშვნელობა ამისთვის კი ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოკითხულთა აუმრავლესობამ არ იცის ამ დღის შესახებ, ზოგიც კი აღდგომის დღესასწაულთან აიგივებს.

"მე არ ვიცი რა დღეა"

"მაპადიეთ, მაგრამ არ ვიცი რა დღეა"

" არ ვიცი"

" 9 აპრილი დამოუკიდებობის დღეა"

"აღდგომა არაა?"

"რაღაც ომის დღეა, ან გამარჯვების არ ვიცი"

"9 აპრილს თბილიში მოსახლეობა დახოცეს ,როგორც ვიცი მაგის დღეა"




9 აპრილს, 11 საათზე, თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ცნობა მოსახლეობამ 22 საათსა და 15 წუთზე მიიღო. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი. სწორედ ის იყო 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელი.

9 აპრილს, გამთენიისას, რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამვლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. იმ ღამის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მოქალაქე კომენდანტის საათის დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა.

ამ დღეს ასობით ადამიანი დასახიჩრდა, დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა. უცნობია დაზარალებულების ზუსტი რიცხვი და ასევე, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას.


Print