მარნეულში გამსახურდიას ქუჩაზე სწრაფი გადახდის აპარატი გაქურდეს
10 აპრილს, მარნეულში, გამსახურდიას ქუჩაზე "PAY BOX"-ის აპარატი გატეხეს. მოწყობილობა ერთ-ერთი მაღაზიის გვერდით დგას. როგორც ამავე მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, დილით აპარატი გატეხლი დახვდა სხვა ინფორმაციას არ ფლობს.
სწრაფი გადახდის აპარატი მაღაზიის მეპატრონეს არ ეკუთვნის. როგორც მეპატრონე ამბობს ამ აპარატის მფლობელი რუსთავიდან არის. 
თუ რა თანხა იყო ამოღებული აპარატიდან ამდროისთვის უცნობია.

როგორც ირკვევა, ირგვლივ არც ერთ ობიექტზე არ არის დაყენებული სათვალთვალო კამერები.

მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მათ ადგილზე ყვითელი ლენტი გაავლეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო "მარნეულს" განუცხადეს გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.
Print