"ქართული ოცნების" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე პარლამენტარი თამაზ ნავერიანი გახდა
დღეს, 11 აპრილს მარნეულში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის ორგანიზაციის ყრილობა გაიმართა. შეხვედრა მედიისათვის დახურული იყო და მას ნ ქვემო-ქართლის გუბერნატორი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები, მარნეულის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს დეპუტატები, მერიის თანამშრომლები და პარტიის სხვა აქტივისტები ესწრებოდნე.
ყრილობაზე მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარედ პარლამენტარი თამაზ ნავერიანი აირჩიეს.
"მე დიდი მადლობელი ვარ ნდობის გამოცხადებისთვის ცენტრალური პარტიის და ჩვენ პარტიის გაძლიერების პროცესს აუცილებლად გავაგრძელებთ მარნეულში." - თამაზ ნავერიანი
თამაზ ნავერიანი ასევე განმართავს, რომ მისი არჩევა ერთხმად, ცენტრალური პარტიის გადაწყვეტილებით მოხდა.
"ერთხმად მოხდა არჩევა, შეთანხმებულები ვიყავით ჩემს კანდიდატურაზე. ცენტრალურმა პარტიამ ასე გადაწყვიტა და მეც დავთანხმდი ამ გადაწყვეტილებას." -თამაზ ნავერიანი
თამაზ ნავერიანის არჩევამდ მარნეულის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ორგანიზაციას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ხელმძღვანელობდა.
რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები