NDI-ის და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის თანაორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე “ევროინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია”.
საჯარო შეხვედრა: ევროინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია

მარნეული - 13 აპრილს, 16:00 საათზე, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის: გიორგაძის ქ. #1) ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის თანაორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე “ევროინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია”.

შეხვედრაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის თავმჯდომარე ქ-ნი თამარ ხულორდავა ისაუბრებს ევროინტეგრაციის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელზე, ევროკავშირთან უფრო ღრმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მარნეულის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები - ბ-ნი თამაზ ნავერიანი და ბ-ნი რუსლან გაჯიევი.

ღონისძიებას მოქალაქეების გარდა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება დასვას კითხვები და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.

აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.


Print