მარნეული
სოფლებში სანაგვედ ქცეული არხის წყლით მოყვანილი პროდუქტები შესაძლოა საქართველოს ბაზარზე ვერ გავიდეს
ქვემო სარალი მარნეულიდან 25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მოსახლეობას წლებია აქ ნაგვის და წყლის პრობლემას უჩივის. ერთ-ერთ მაცხოვრებელს სახლის ეზოში საკუთარი ხელით მოწყობილი პატარა აბანო აქვს.

ოთხ ხის ბოძს გარშემო მწვანე ბრეზენტი ფარავს, მუყაოს ქაღალდისგან კარი აქვთ გაკეთებული, შიგნით კი ერთი პატარა შეშის ღუმელი უდგათ, ახლა იქ არშადის გუსეინოვის დედა ბანაობს შვილი კი არხიდან მოტანილ მოყავისფრო ფერის წყალს გარედან აწვდის.


არხი გუსეინოვების სახლთან ჩამოედინება. წყალს პლასტმასის ბოთლები, საკვები პროდუქტის ნარჩენები და საყოფაცხოვრებო ნივთებიც მოჰყვება. მოსახლეობის უმრავლესობა ისევე როგორც გუსეინოვების ოჯახი, იძულებულია არხს წყალი საყოფაცხოვრებო საქმეებშიც გამოიყენონ.
უკვე თვეებია მათთან წყლის მილები გაიყვანეს თუცმა წყალი ჯერ კიდევ არ აქვთ.

ერთადერთი საშუალება კი წყლის მოსატანად სოფლის წყაროა, რომელიც 5-6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, თუმცა მაცხოვრებლების უმეტესობა წყაროდან შორს ცხოვრობს და არც საკუთარი ტრანსპორტი და საშუალება აქვთ ყოველდღე იქ იარონ.

მოსახლეობა თავიანთ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს, თუმცა ამბობენ, რომ სოფელში ნაგვის ურნები არასდროს ჰქონიათ გამოსავალს კი ნარჩენების არხში გადაყრით ან ქუჩაში დაყრით პოულობენ ,ზოგიც კი საკუთარ ეზოში წვავს.

ასე იქმნება სოფელში არალეგალური ნაგავსაყრელები , სადაც მწვანე მინდორს ნარჩენები ფარავს აქ ხშირად სოფლის პირუტყვი ბალახობს.
ქვემო სარალში წყლის ახალი სისტემის პროექტი ხორციელდება. დანაგვიანებულ სოფლებში კი პრობლემის მოგვარებას შპს „სუფთა მარნეულის დირექტორი ლერი მუმლაძე იმ 200 სანაგვე ურნით გეგმავს, რომელიც ჯერ არ იცის როდის განთავსდება. წელს ბიუჯეტიდან შპს ესთვის მილიონ ასი ათასი ლარი გამოიყო.

კირაჩმუღანლო, სარალი, მოლაოღლი, კირიხლო, კულარი, ქუთლიარი ეს მარნეულის იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც ნაგვის პრობლემა ქასალოს სოფლის მსგავსად აწუხებთ. მოსახლეობა ანტისანიტარიას, უსიამოვნო სუნს და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ ნარჩენებს უჩივის. 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს მენეჯერი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ არალეგალური ნაგავსაყრელები მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია, მითუმეტეს  მარნეულში,  როდესაც უმრავლესობას სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები აქვს იქ მოყვანილი პროდუქტი კი ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია. 
ნარჩენები წყალში ხვდება და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. 

„ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ეს ბოსტნეული სუფთა არ არის. აქ როგორც კი ევროპასთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე დადგება მონიტორინგის სისტემა, რომელიც ახლა ინერგება  ჩათვალეთ, რომ ეს პროდუქტი არათუ ევროპისკენ ვერ წავა, არამედ შეიძლება საქართველოს ბაზარიც კი იყოს მისთვის მიუღწევადი. გარდა იმისა, რომ თვითონ პროდუქტი იწამლება, სერიოზული ეკონომიკური ზიანი ექნება მოსახლეობას თუ ეს პრობლემა არ  იქნება აღოფხვრილი დროზე. „- ამბობს ჩხობაძე


ჩხობაძის თქმით , უკანონო ნაგავსაყრელების გაწმენდა მუნიციპალიტეტების ვალდბულებაცაა , რაც ნარჩენების მართვის 5 წლიან გეგმაში აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ასახული.

რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის
მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.
17:33 / 15.02.2019
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.

მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ კოჩულოში, მსუბუქი
ავტომობილი
13:14 / 15.02.2019
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ კოჩულოში, მსუბუქი ავტომობილი
ვერძი
გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე. ნუ დატოვებთ გადაუმოწმებელ
ინფორმაციებს
09:56 / 15.02.2019
ვერძი
გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე. ნუ დატოვებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს
მარნეულში 19 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
17:11 / 14.02.2019
მარნეულში 19 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
დღეს, 14 თებერვალს მსოფლიო „ვალნტინეობის დღე“
(სიყვარულის დღეა).
16:23 / 14.02.2019
დღეს, 14 თებერვალს მსოფლიო „ვალნტინეობის დღე“ (სიყვარულის დღეა).
მარნეულის გენდერული საბჭო მარტოხელა დედებს
სარვამარტო საჩუქარს გაუკეთებს.
15:54 / 14.02.2019
მარნეულის გენდერული საბჭო მარტოხელა დედებს სარვამარტო საჩუქარს გაუკეთებს.
წელს, პირველი გენდერული საბჭო, 14 თებერვალს
ჩატარდა. შეხვედრის მთავარი მიზანი საბჭოში წევრების ოდეობის შეცვლა
და ახლით ჩანაცვლება იყო.
15:08 / 14.02.2019
წელს, პირველი გენდერული საბჭო, 14 თებერვალს ჩატარდა. შეხვედრის მთავარი მიზანი საბჭოში წევრების ოდეობის შეცვლა და ახლით ჩანაცვლება იყო.