სოფლებში სანაგვედ ქცეული არხის წყლით მოყვანილი პროდუქტები შესაძლოა საქართველოს ბაზარზე ვერ გავიდეს
ქვემო სარალი მარნეულიდან 25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მოსახლეობას წლებია აქ ნაგვის და წყლის პრობლემას უჩივის. ერთ-ერთ მაცხოვრებელს სახლის ეზოში საკუთარი ხელით მოწყობილი პატარა აბანო აქვს.

ოთხ ხის ბოძს გარშემო მწვანე ბრეზენტი ფარავს, მუყაოს ქაღალდისგან კარი აქვთ გაკეთებული, შიგნით კი ერთი პატარა შეშის ღუმელი უდგათ, ახლა იქ არშადის გუსეინოვის დედა ბანაობს შვილი კი არხიდან მოტანილ მოყავისფრო ფერის წყალს გარედან აწვდის.


არხი გუსეინოვების სახლთან ჩამოედინება. წყალს პლასტმასის ბოთლები, საკვები პროდუქტის ნარჩენები და საყოფაცხოვრებო ნივთებიც მოჰყვება. მოსახლეობის უმრავლესობა ისევე როგორც გუსეინოვების ოჯახი, იძულებულია არხს წყალი საყოფაცხოვრებო საქმეებშიც გამოიყენონ.
უკვე თვეებია მათთან წყლის მილები გაიყვანეს თუცმა წყალი ჯერ კიდევ არ აქვთ.

ერთადერთი საშუალება კი წყლის მოსატანად სოფლის წყაროა, რომელიც 5-6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, თუმცა მაცხოვრებლების უმეტესობა წყაროდან შორს ცხოვრობს და არც საკუთარი ტრანსპორტი და საშუალება აქვთ ყოველდღე იქ იარონ.

მოსახლეობა თავიანთ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს, თუმცა ამბობენ, რომ სოფელში ნაგვის ურნები არასდროს ჰქონიათ გამოსავალს კი ნარჩენების არხში გადაყრით ან ქუჩაში დაყრით პოულობენ ,ზოგიც კი საკუთარ ეზოში წვავს.

ასე იქმნება სოფელში არალეგალური ნაგავსაყრელები , სადაც მწვანე მინდორს ნარჩენები ფარავს აქ ხშირად სოფლის პირუტყვი ბალახობს.
ქვემო სარალში წყლის ახალი სისტემის პროექტი ხორციელდება. დანაგვიანებულ სოფლებში კი პრობლემის მოგვარებას შპს „სუფთა მარნეულის დირექტორი ლერი მუმლაძე იმ 200 სანაგვე ურნით გეგმავს, რომელიც ჯერ არ იცის როდის განთავსდება. წელს ბიუჯეტიდან შპს ესთვის მილიონ ასი ათასი ლარი გამოიყო.

კირაჩმუღანლო, სარალი, მოლაოღლი, კირიხლო, კულარი, ქუთლიარი ეს მარნეულის იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც ნაგვის პრობლემა ქასალოს სოფლის მსგავსად აწუხებთ. მოსახლეობა ანტისანიტარიას, უსიამოვნო სუნს და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ ნარჩენებს უჩივის. 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს მენეჯერი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ არალეგალური ნაგავსაყრელები მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია, მითუმეტეს  მარნეულში,  როდესაც უმრავლესობას სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები აქვს იქ მოყვანილი პროდუქტი კი ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია. 
ნარჩენები წყალში ხვდება და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. 

„ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ეს ბოსტნეული სუფთა არ არის. აქ როგორც კი ევროპასთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე დადგება მონიტორინგის სისტემა, რომელიც ახლა ინერგება  ჩათვალეთ, რომ ეს პროდუქტი არათუ ევროპისკენ ვერ წავა, არამედ შეიძლება საქართველოს ბაზარიც კი იყოს მისთვის მიუღწევადი. გარდა იმისა, რომ თვითონ პროდუქტი იწამლება, სერიოზული ეკონომიკური ზიანი ექნება მოსახლეობას თუ ეს პრობლემა არ  იქნება აღოფხვრილი დროზე. „- ამბობს ჩხობაძე


ჩხობაძის თქმით , უკანონო ნაგავსაყრელების გაწმენდა მუნიციპალიტეტების ვალდბულებაცაა , რაც ნარჩენების მართვის 5 წლიან გეგმაში აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ასახული.

რადიო „მარნეული“

Print