მარნეული
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თქმით, მამედოვი გამოკვლევის თანხის ნაღდ ფულად აღებას ითხოვს რასაც პრაქტიკა არ ითვალისწინებს
დღეს, 16 აპრილს მარნეულის მერის ტრადიციული მიღების დღე იყო. მიღების ოთახში ქალაქ მარნეულიდან და სოფლებიდან სხვადასხვა თხოვნით მოსული ადამიანები თავიანთ რიგს ელოდებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი სოფელ ჯანდარას მაცხოვრებელი 67 წლის ჰასანხან მამედოვი იყო. როგორც ჰასანხანი ამბობს, ის დიაბეტით არის დაავადებული. იგი აცხადებს, რომ მისი დახმარების შემდგომ მერიას კიდევ 200 ლარი უნდა გადაეცა, მერმაც დაავალა ეს შესაბამის სამსახურს, მაგრამ თანხა აქამდე ჯერ არ მიუღია. სწორეს ამიტომ ჰასანხანი დღეს კიდევ ერთხელ ჩაეწერა მერის მიმღებში, რათა თემურ აბაზოვს კიდევ ერთხელ დაელაპარაკოს.
„ თემურს მიუვიდა წერილები, მან დავით არეშიძეს გადასცა და დაავალა რომ დახმარება გაეწია, მაგრამ მათ ეს არ შეასრულეს. ეხლა მოვედი რომ მერთან კიდევ ერთხელ ვიჩივლო. მე დიაბეტიანი ვარ, ეხლა რომ ფეხები გაჩვენოთ თქვენც მეტყოდით რა დღეში ხარო. ხუთი კვირაა რაც ეს ყველაფერი იწელება.“ - ჰასანხან მამედოვი
როგორც მარნეულის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა დავით აროშიძემ გვითხრა, მერია ჰასანხან მამედოვს უკვე დაეხმარა.
“ჩვენ მაგ პიროვნებას შარშანაც და წელსაც დავეხმარეთ, წამლებზეც და გამოკვლევებზეც. გამოკვლევებისათვის ის ითხოვს ნაღდ ფულს, ხელზე მისაცემ ფულს, რომელიც ჩვენ პრაქტიკაში არ არსებობს, ეს იყო შარშან როდესაც მას ჰქონდა სოციალური ქულები. წელს, იანვრის თვეში ჰქონდა სოციალური ქულები და დავეხმარეთ ერთჯერადად 400 ლარით მედიკამენტებისათვის. შემდეგ მოუხსნეს მას სოციალური დახმარება, მაგრამ რომც ჰქონდეს მაინც ვერ დავეხმარებოდით რადგან ბიუჯეტი არ გვაძლევს მაგის საშვალებას.“ - დავით აროშიძე
დავით აროშიძე ასევე ამბობს, რომ ჰასანხან მამედოვი მათთან სამსახურში ყოველდღე დადის და მას უკვე აუხსნეს რომ ვერანაირად ვეღარ დაეხმარებოდნენ, მაგრამ ის კვლავ აგრძელებს მერიისაგან დახმარების თხოვნას.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს ან/და მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, მედიკამენტებით დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით ან 100 ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენის მიზნით დახმარება გაეწევა მოთხოვნილი თანხის 100%-ის ოდენობით. ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს, კალენდარული წლის განმავლობაში ერჯერადად, მკურნალობით ან/და გამოკვლევის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 200 ლარის ოდენობისა.
რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოსა და ქუთლიარში სახანძრო
დეპო მოეწყობა.
16:35 / 19.10.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოსა და ქუთლიარში სახანძრო დეპო მოეწყობა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოსა და ქუთლიარში სახანძრო
დეპო მოეწყობა.
16:35 / 19.10.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოსა და ქუთლიარში სახანძრო დეპო მოეწყობა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მარნეულელ
ამომრჩევლებს ინტერნეტის მეშვეობით ელაპარაკება.
15:31 / 19.10.2018
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მარნეულელ ამომრჩევლებს ინტერნეტის მეშვეობით ელაპარაკება.
მარნეულის მუნციპალიტეტის საკრებულომ
2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.
14:37 / 19.10.2018
მარნეულის მუნციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.
მარნეულის მუნციპალიტეტის საკრებულომ
2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.
14:37 / 19.10.2018
მარნეულის მუნციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.
მარნეულის მუნციპალიტეტის საკრებულომ
2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.
14:37 / 19.10.2018
მარნეულის მუნციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.
დღეს, 19 ოქტომბერს მარნეულის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
14:28 / 19.10.2018
დღეს, 19 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
დღეს, 19 ოქტომბერს მარნეულის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
14:28 / 19.10.2018
დღეს, 19 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით
ვიდეო სიახლეები