მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს დღეების ფარგლებში მარნეულის მერიაში შეხვედრა გამართა
17 აპრილს, მარნეულის მერიაში ნატო-ს დღეების ფარგლებში შეხვედრა გამათა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ , რომელმაც ისაუბრა თუ რამდენადაა მნიშვნელოვანი საქართველოს და ნატოს ურთიერთთანამშრომლობა. მიიჩნევს, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო კიდევ ერთი ნაბიჯი საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისთვის, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში და ევროკავშირში წევრობას.

„ჩვენ გუშინ ოოფიციალურად გავხსენით ნატოს დღეები 2018 საქართველოში. თერთმეტი წელია უკვე რეგულარულად იმართება ნატოს დღეები. პირველი შეხვედრა მარნეულში გავმართეთ. მიზანია, რომ ჩვენ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება მოვახდინოთ ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის დისკუსია, რომელიც გაიმართა. ჩვენთან ერთად იყო ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. თუ რა მნიშვნელობას ატარებს ის პროცესი, რომელშიც ჩვენ ვართ, თუ როგორ ვაძლიერებთ ჩვენს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, ეკონომიკურ თუ სოციალურ პოლიტიკას ჩვენი დასავლური ინტეგრაციით და რა სიკეთეები მოაქვს ამას თითოეული მოქალაქისთვის“


დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი თვითმართველბის წარმომადგენლები ასევე, ქვემო ქართლის გუბერნატორი და სხვა დაინტერესებული პირები. შხვედრა კითხვა-პასუხის ეჟიმში გაიმართა და მხოლოდ ორმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. კითხვას, ემუქრება თუ არა საქართველოს ვიზალიერალიზაციის შეჩერება, ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო იბრძვის შესანარჩუნებლად და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თუ რამდენააა მნიშვნელოვანი ვიზალიბერალიზაცია თითოეული საქართველოს მოქალაქისათვის.
შეხვედრაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე.

ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები