ყოფილი სამხედრო ქალაქის მეცამეტე კორპუსის მცხოვრებლებს საკუთარი ბინების შეძენა აუქციონის წესით მოუწევთ
მარნეულში ყოფილი სამხედრო ქალაქის მეცამეტე კორპუსის მაცხოვრებლები ბიების გაფორმების პრობლემას უჩივიან. ამბობენ, რომ გაუფორმებელ ბინებში წლებია ცხოვრობენ და ამდრომდე პრობლემა არასდროს შექმნიათ.
ახლა კორპუსში მხოლოდ 12 ოჯახი ცხოვრობს. აქედან ბინა გაფორმებული მხოლოდ ერთ დევნილის სტატუსის მქონე პირს აქვს. 28 წლის თუნზალა საფაროვა წარმოშობით ყიზილაჯილოს სოფლიდან არის . მან 25 წლის წინ რუსი სამხედროსგან იყიდა ბინა. 80 წლის მკვიდრი ალიევ გადირი კი ამბობს, რომ აქ უკვე 35 წელია ცხოვრობს.

ფიქრობს, რომ ბინების მიმართ ინტერესი გავლენიან პირებს აქვს, რომლებსაც ამ ბინების დაკანონება სურთ. საცხოვრებელი კორპუსები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, და სახელმწიფოს პირობებიდან გამომდინარე სახლი ღია აუქციონზე უნდა გაიტანონ. რის შემდეგაც ბინის მაცხოვრებლებს საკუთარი ბინების შესყიდვის შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა მოსახლეობა შიშობს, რომ აუქციონში ის პირები ჩაერევიან, ვისაც ბინების მიმართ გარკვეული ინტერესი აქვთ , ისინი კი საცხოვრებლის გარეშე დარჩებიან.

„სახლები ცუდ მდგომარეობაშის, ერთ მხარეს ვარემონტებთ, მეორე მხარე ინგრევა. აუქციონზე რას გაიტანენ? რამდენი წელია აქ ვცხოვრობთ. ვის აქვს საბუთი? ბოლო პერიოდში ვინც შემოვიდა აქ მათ საბუთი აქვს, ჩვენ კი არა.“

„პენსიონერი ვარ, ფული სად მაქვს? აი, ნორმალური ფეხსაცმელიც არ მაქვს. სად წავალ? როგორ დავტოვებ სახლს? კარვები გვაჩუქონ და გარეთ გავშლით. შუქი, გაზი, წყალი ჩვენი ხარჯებით გავიყვანეთ. სახურავი ჩვენი ხარჯებით გავარემონტეთ. სტუმარი რომ მოდის ვერ ვაპატიჟებთ სახლში. ჩვენც გვინდა რო გავაარემონტოთ და ადამიანივით ვიცხოვროთ.“


მოსახლეობის თქმით, მათ სასამართლოსაც მიმართეს, სწორედ სასამართლოს დადგენილებით გადაწყდა სახლის აუქციონის სახით გატანა. მკვიდრები არ საუბრობენ კონკრეტულად ვის ა ქვს ამ საცხოვრებელი სახლის ინტერესი და ამას საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკეთებენ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები