დეპუტატების, გაჯიევის და ნავერიანის ორგანიზებით მარნეულში მარათონი გაიმართება
საქართველოს პალრამენტის გადაწყვეტილების მიხედვით 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოწევის წესები გამკაცრდება. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით 28 აპრილს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრები რუსლან გაჯიევისა და თამაზ ნავერიანის ბიუროების ორგანიზებით ქ. მარნეულში გაიმართება მარათონი - "არა თამბაქოს".
აღნიშნული ინფორმაცია თამაზ ნავერიანის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
ჩვენ მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატს რუსლან გაჯიევს ვესაუბრეთ და ამბობს, რომ მარათონში მონაწილეობას ყველა მოქალაქე შეძლებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ იქნება. მარათონში მონაწილეობას  თავადაც მიიღებს. 
გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემა თასი, სერთიფიკატი, მედალი და პრიზი. 



Print