მაწანწალა ძაღლების პრობლემით საკრებულოს დეპუტატებიც შეწუხდნენ
მარნეულში მწვავედ დგას მაწანწალა ძაღლების პრობლემა. დღის ნებისიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მათი ნახვა, თანაც დიდი რაოდენობით. რაც ფეხითმოსიარულეთთვის საფრთხეს წარმოადგენს. მოსახლეობა ამბობს, რომ დაკბენის არაერთი ფაქტი უნახავთ, საშიში კი გარეთ გასვლა განსაკუთრებით საღამოოს საათებშია.

„მაწანწალა ძაღლები პრობლემას წარმოადგენს, მაგალითად, ჩემს სახლში კარებთანაც მოდის ხოლმე, გვეშინია.“

„ჩემთან უბანში ძალიან ბევრი ძაღლია, იმდენი, რომ რეალურად ვერც კი დათვლი. თან ახლა კარგი ამინდებია ბავშვებს ყოფნა სულ ეზოში უნდათ და ვთვლი, რომ ასეთ გარემოში ყოფნა სახიფათოა. კარგი იქნება თუ ყურადღებას მიაქცევენ“

„სავსეა ძაღლით ქუჩები. ბავშვები ვერ გამოდიან გარეთ, ამას ბოლო უნდა მოეღოს, რამე მოიმოქმედონ და წაიყვანონ“

რამდეიმე დღის წინ, მარნეულის საკრებულოს წევრმა , ბესიკ გელენიძემ საკრებულოს სამუშაო შეხვედრაზე მაწანწალა ძაღლების პრორობლემის მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამავე საკითხის განხილვას დეპუტატები შემდგომ საკრებულოს სხდომაზე გეგმავენ. 

მარნეულში ძაღლების თავშესაფარი არ არსებობს. მარნეულის მერიამ კი ძაღლების თავშესაფარის მომსახურეობისთვის 2017 წლის სექტემბერში ტენდერიც გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ინდმეწარმე, გიორგი მაღლაფერიძემ მიიღო . ტენდერის ღირებულება 12 700 ლარს შეადგენდა. ძაღლები ოზურგეთის თავშესაფარში გადაჰყავდა, თუმცა როგორც მაღლაფერიძე ჩვენთან საუბარში თავად აღიარებს ტენდერით გათვალისწინებული ძაღლების სრული რაოდენობა ვერ წაიყვანა.
აპირებს თუ არა მარნეულის მერია არსებული პრობლემის მოგვარებას და როგორ ამის გარკვევას დღეს მარნეულის მერიაშ დილად ვცდილობთ თუმცა, როგორც ტავად ამბობენ დროის უქონლობის გამო ვერ გვპასუხობენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები