17 წლის მარიამ ხეცურიაის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება
17 წლის მარნეულელი ახალგაზრდა, მარიამ ხეცურიანის დასახმარებლად დღეს 18:00 საათზე მარნეულის კულტურის ცენტრში კიდევ ერთხელ დაიდგმება სპექტაკლი "მედეა".
მარიამ ხეცურიანს დაუდგინდა მწვავე დაავადება, მონოციტური ლეიკემია და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მიზნით საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.
სპექტაკლი "მედეა" კულტურის ცენტრისა და მარნეულის N5 საჯარო სკოლის ერთობლივი ინიციატივით ჩატარდება.

მისამართი: მარნეული რუსთაველის #108;(კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზი).
ტელ:(0357)221662
Print