სამგზავრო ავტობუსებით მგზავრობის დრო ჯერ-ჯერობით მხოლოდ მარნეულში გაიზარდა
ქალაქ მარნეულში მგზავრთა გადაყვანა 20:00 საათამდე გაგრძელდება. ინფორმაციიდან რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდზეა გამოქვეყნებული ვკითხულობთ, რომ მარნეულში ყიზილაჯლო - რკინიგზის გადასასვლელამდე მოძრავი N3 ავტობუსი საღამოს რვა საათამდე ივლის.
მერიის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის თემურ აბაზოვის გადაწყვეტილებით, საწყის ეტაპზე ტრანსპორტის მომსახურების გრაფიკის ზრდა მხოლოდ ქალაქ მარნეულს შეეხება, თუმცა უახლოეს პერიოდში სხვა მარშრუტების დროის გაზრდაც იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტში მგზავრთა გადაყვანას როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო კომპანიებიც უზრუნველყოფენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები