კიდევ ერთი არალეგალური ნაგავსაყრელი აივაზ ჰასანოვის ქუჩაზე აღმოჩნდა
მარნეულში აივაზ ჰასანოვის ქუჩა ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სადაც დაახლოებით 20-მდე  ოჯახი ცხოვარობს.

ქუჩაზე გავლისას უსამოვნო სუნს ადვილად შეიგრძნობთ ეს სუნი კი ქუჩის ბოლოს კიდევ უფრო მძაფრდება. ყოველივე ეს  გამოწვეული იმ ეგრედწოდებული „შავი არხითაა“ , სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია. ქუჩის მაცხოვრებლები ურნების არ არსებობის გამო ნაგავს შავ არხში ან ქუჩის ბოლოს, მდინარე ალგეთის სანაპიროზე არალეგალურ ნაგავსაყრელზე ყრიან.

როგორც შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორი ლერი მუმლაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, 200-მდე ურნების შემოტანას,  რომელიც ქვემო ქართლის გუბერნიამ გადასცათ უახლოეს მომავალში ელოდებიან და ქალაქ მარნეულსა და სოფლებში გაანაწილებენ.  

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები