მერიის წინ ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 მანქანა დაზიანდა
დღეს, 23 აპრილს 14:00 საათზე მარნეულის მერიის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ავტომობილი დაზიანდა და არავინ დაშავებულა.



როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს აღნიშნული შემთხვევა ადმინისტრაციული წესით გაფორმდა.

რადიო "მარნეული"
Print