" შუქს გვითიშავენ, მეცადინეობაში ხელს გვიშლიან, ეს დღეები სკოლაში არ დავდივართ " - შესაბამისი უწყებები ბავშვებზე ძალადობის ფაქტს ვერ ავლენენ
11 წლის ელვირა და 9 წლის ელვინა (სახელები შეცვლილია) უკვე რამდენიმე დღეა სკოლაში არ დადიან. მიზეზად კი პატარა ძმის ავადმყოფობას და გასარეცხ ტანსაცმელს ასახელებენ. ბავშვებს უცხო პირის დანახვა არ ერიდებათ და თავიანთ ყოველდღიურობაზე, ოჯახში კომფლიქტეზე, ფინანსურ სიდუხჭირეზე არც თუ ისე დამწუხრებით საუბრობენ.

„მესამე კლასში ვართ კარგად ვერ ვსწავლობთ. შუქს გვითიშავენ, მეცადინეობაში ხელს გვიშლიან, ეს დღეები სკოლაში არ დავდივართ. ძმას ალერგია ჰქონდა და საავადმყოფოში იყო“ შესაბამისი უწყებები ძალადობის ფაქტს ვერ ავლენენ

ოჯახში პატარა 7 წლის ქამრანიც ცხოვრობს (მისი სახელიც ასევე შეცვლილია) ის სკოლაში წელს მივა. ბავშვს მეტყველების პრობლემა აქვს, თუმცა ამბობს, რომ სკოლაში წასვლა ძალიან გაუხარდება. საუბრის დროს უფროსი დები ეჩრებიან კლასელების მხრიდან ბულინგის შემთხვევებს იხსენებენ.

„სკოლისთვის ყველაფერი მზად არის. ძალიან მომწონს სკოლა სიამოვნებით წავიდოდი. ჩვენც კი გვინდა, რომ სხვა ბავშვებივით წყნარად ვიაროთ სკოლაში და მშვიდ გარემოში ვიცხოვროთ. ჩვენი კლასელები დაგვცინიან თქვენ ღარიბები ხართ, სახლი არ გაქვთო. მეც ვეუბნები რა გავაკეთოთ თქვენსავით მდიდრები თუ არ ვართ. მეზობლები გვეუბნებიან უმამოები ხართო, დაგვცინიან. უმცროსი ძმა ვერ ლაპარაკობს , სახლში რომ ჩხუბობენ ძალიან ეშინია“

11 და 9 წლის ელვირა და ელვინა ერთად მესამე კლასში სწავლობენ. როგორც სკოლის დირექტორი, შორენა ხუხუა იხსენებს, ელვირას ბევრი გაცდენების გამო მოსწავლის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა სამი წლის წინ ისევ მოსწავლეთა საში ჩარიცხეს და ელვინას სკოლაში ჩაწერის დროს ორივე და ერთ კლასში დასვეს.

სკოლის დირექტორი თვლის, რომ ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ იციან, ბავშვების გაცდენის საკითხის მოგვარებას კი სკოლის კომპეტენციის ფარგლებში აქვთ შესაძლებელი სოციალური სამსახური კი ამის გამო არ შეუწუხებიათ.

„ბოლო ერთი კვირაა უმცროსი ძმა ავადმყოფობს და, როგორც დამრიგებელმა თქვა დედამ დაურეკა და უთხრა, რომ ერთი კვირა ვერ ატარებდა ბავშვებს. დადიან, აცდენენ ხოლმე სწავლით არაუშავთ. უმცროსი ძმის ავადმყოფობა მიზეზი არ უნდა იყოს იმის, რომ ორი ბავშვი გაკვეთილებს აცდენდეს. როდესაც დამრიგებელი მიდის ხოლმე სახლში მერე ჩვეულებრივ დადიან სკოლაში, მაგრამ მუდმივი კონტროლის ქვეშ გვყავს. დედამ შეიძლება ჩათვალოს, რომ სკოლაში არ გამოუშვას.. ზოგჯერ ამყველაფერს ეკონომიკურ სიდუხჭირეს აბრალებს. ჩვენ ვცდილობთ ხოლმე, რომ დავეხმაროთ წიგნებით, რვეულებით, კალმებით, რისი შსაძლებლობაც სკოლას აქვს.“ - ამბობს შორენა ხუხუა

სამი ბავშვის დედა ლეილა სოციალურ დახმარებას იღებს, თუმცა ამბობს, რომ მას ამ ფულს დედა და ძმა ართმევს. ლეილა ქმარს დაშორდა და ერთ ოთახიან ბინაში დედასთან, ძმასთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს რომ დედა და ძმა მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ და სახლიდან წასვლას აიძულებენ.

„ისეთი ჩხუბი მიდის ჩემ სოციალურ დახმარებაზე, გაზის ფულზე, შუქის ფულზე.. დედაჩემიც სოციალურად დაუცველია და ჩემი ძმაც. მაგრამ ფულს მხოლოდ ჩემგან ითხოვენ. ჩემი ძმა თავისთვის ცხოვრობს. მეც შემიძლია მხოლდო ჩემთვის ვიცხოვრო , მაგრამ მაინც ბავშვებისთვის მინდა ყველაფერი.“

მართალია ლეილა ჰყვება რომ დედა და ძმა მასზე და შვილებზე ფსიქოლოგიურად ძალადობს, ბავშვებს სწავლაში ხელს უშლიან და მუდმივად სახლიდან გაგდებით ემუქრებიან.

„მიყვირიან დედა და ძმა. წადი სახლიდანო მე ცოლის მოყვანა მინდაო. ბავშვები სკოლიდან რომ მოდიან -შუქი გათიშეო . აბა ბავშებმა როგორ იმეცადინონ? სამივეს აი აქ, ერთ დივანზე გვძინავს.

როგორც ლეილა ჰყვება, მესამე შვილზე ფეხმძიმობის დროს ოჯახში კომფლიქტი ჰქონდა. დედამთილს არ სურდა, რომ მესამე შვილიც გოგო ყოფილიყო და სახლიდან გააგდო. მესამე კი ბიჭი გაჩნდა . მიუხედავად ამისა, დედამთილის ოჯახში არღარ დაბრუნებულა. ერთი წლის მანძილზე ქმართან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა ქმარმაც მიატოვა და სამი შვილით ერთ ოთახიან ბინაში უკვე 6 წელია ცხოვრობს.
პოლიციაში ბოლო ერთი წელი არ მიუმართავს. ლეილას თქმით პოლიციელებმა ძალადობის კვალი არ დაინახეს და მისივე თქით მხოლოდ ფიზიკური ძალადობის შემთვევაში რეაგირებას მოახდენდნენ. უნდობლობის გამო პოლიციისთვის აღარ მიუმართავს.

ბულიბგი, სწავლაში ხელის შეშლა, სიდუხჭირე, ოჯახური კომფლიქტი ამ ვითარებაში როგორც ბავშვები თავად ჰყვებიან ყოვედღიური ცხოვრება უწევთ. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები განსაზღვრავს ბავშვთა ძალადობისგან დაცვის მიზნით საქართველოს შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებულად მუშაობის წესს.

ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში ეფექტური და სწრაფი რეაგირების მექანიზმებს, კომპეტენტური ორგანოების უფლებამოვალეობებს, ურთიერთობებს, რომელიც დაკავშირებულია ბავშვთა დაცვასთან. დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე ოლგა ენდელაძე რეფერირების საკითხზე გენდერულ საბჭოში და ქალთა საკრებულოს ფორმატში თემის აქტუალიზაციას ცდილობს

„იმ შემთხვევაში თუ სკოლა აფასებს სიტუაციას და თვლის, რომ პრობლემები ოჯახში რომლებიც არსებობს და არ არის სკოლის კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად უნდა გადაეგზავნოს მიმართვა სოციალურ სააგენტოში, მაგრამ შეფასება თვითონ სკოლამ უნდა გააკეთოს“-ამბობს ოლგა ენდელაძე

სამივე ბავშვი მორიდების გარეშე ჰყვება თუ რა ვითარებაში უწევთ ცხოვრება. მარნეულის სოციალურიმა სამსახურამა ოჯახის შეფასება ეკონომიკური თვალსაზრისით გააკეთა, როგორც მარნეულის სოციალური სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე ამბობს, აღნიშნული ოჯახი 2015 წლიდან ფულად დახმარებას იღებებს. მათი შემოწმება კი სხალხო დამცველის აპარატიტის მიმართვის შემდეგ დაიწყეს.

„იყო შემოსული შეტყობინება ,იმუშავა სოციალურმა მუშაკმა. ძალადობაზე ინფორმაცია არ დაადასტურა თვითონ ლეილამაც, რომ მის ოჯახში ძალადობა ხდება. ჩართული იყო პოლიცია და ვერც მან დაადგინა რაიმე სახის ძალადობა“-ამბოს მამუკა შუბითიძე

სოციალური სამსახურის უფროსი არ აკონკრეტებს თუ რა სახის ძალადობაზე იყო საუბარი, თუმცა არც ლეილა ადასტურებს ფიზიკურ ძალადობას და მასზე და შვილებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები