ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სახადხლოს მაგისტრალზე - დაშავებულია ერთი ადამიანი
დღეს, დაახლოებით 09:30 საათზე მარნეული სადახლოს საავტომობილო გზის
მეექვსე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი
ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.
როგორც რადიო "მარნეულს" შინაგანსაქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანია მსუბუქად დაშავებული,
რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და აღმოუჩინეს
სათანადო დახმარება.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს
სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც
გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის
წესის დარღევას, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად
მძიმე დაზიანება.
რადიო "მარნეული"