ალგეთის მოსახლეობამ მერიის შენობის მეორე სართულზე გადაინაცვლა
ალგეთის მოსახლეობამ მერიის შენობის მეორე სართულზე გადაინაცვლა და მერთან შეხვედრას ელოდება . ამ დრომდე თემურ აბაზოვი გაურკვეველი მიზეზების გამო მოსახლეობასთან შეხვედრაზე არ გამოდის.

მერიის დაცვის სამსახურმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. 


დღეს, 11:30 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობა, დაახლოვებით 40-მდე ადამიანი მერიის შენობის წინ შეიკრიბა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
სოფლის მოსახლეობასთან ერთად პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადენელი და საკრებულოს წევრი ახმედ იმამკულიევი იმყოფება.
XX

მოსახლეობა მერთან შეხვედრას ითხოვდა და სოფლის მკვიდრებთან მერიის ეზოში ჩამოსვლას, თუმცა მოსახლეობასთან მერი, თემურ აბაზოვი არ ჩამოვიდა და მოადგილები, ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე გამოაგზავნა.

მათთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ მერს სოფლიდან 10-მდე ადამიანი მისმ კაბინეტში შეხვდება. როგორც რადიო "მარნეულის" ჟურნალისტი ადგილიდან გვამცნობს დრო თუ როდის შედგება შეხვედრა მერთად უცნობია.

მოვლენათა განვითარების შესახებ რადიო "მარნეულის" 15:00 საათზე "ახალი ამბების" საინფორმაციო გამოშვებაში შეიტყობთ. ტალღაზე 96.9 FM

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები