30 შშმ ბავშვისთვის გამოყოფილი ფართის გადაცემაზე მერია უარს ამბობს - ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“-სთვის მერიის პოზიცია გაურკვეველია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ადრეული ჩარევის ცენტრი უკვე რამდენიმე დღეა დაიხურა. ბენეფიციართან ინტერვენციონისტიები ოჯახში დადიან. გაურკვეველია ბენეფიციარებთან მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ადგილობრივი მერია განაგრძობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“, რომელსაც მარნეულში უკვე ორი წელია ადრეული ჩარევის ცენტრი აქვს და 8 სოფლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთთათვის სერვისების მიწოდებას უზრუნველჰყოფს, დირექტორი გუნა ბიბილეიშვილისათვის მერიის პოზიცია გარკვეულ კითხვის ნიშნებს სვავს. პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადრეული ჩარევის ცენტს მერიასთან დადებული მემორანუმის ვადა დაუმთავრდა. ბიბილეიშვილი ამბობს, რომ მარნეულის საკრებულომ ალტერნატიული ფართი ბენეფიციარებისთვის 2 წლით გამოყო, რომელიც ჯერ არ ფუნქციონირებს. ის სიტუაციაში გარკვევას ცდილობს.

„გვითხრეს, რომ დაცალეთ ბაღის შენობა- დავცალეთ ის ერთი ოთახი. ჩვენ ხომ გვაქვს გადმოცემული საკრებულოს დადგენილებით შენობა. იმზეც გვითხრეს არაო, ესეც ჩვენიაო, მაგრამ რანაირად? საკრებულოს დადგენილებით ეს ხომ 2 წლით ჩვენია. მე თვითონ, მუნიციპალიტეტს ვუდასტურებ თანამშრომლობას და მეგობრობის სურვილს. ჩვენი ორგნიზაციის მისია არაა ის, რომ ვინმე ავამხედროთ ვინმეს წინააღმდეგ პირიქით, ჩვენნაირი ორგანიზაციები, რომლებიც საქმეს აკეთებენ მომართულები არიან თანამშრომლობაზე მთავრობასთან. რაც შეეხება თანხას, რაც ლაშა ლობჯანიძემ თქვა ჩვენ უფრო იაფად შეგვიძლია მომსახურების გაწევაო, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ფული საერთოდ არ გვინდა. ლაპარაკია მემორანდუმზე და ოთახზე, სადაც ბავშვები მოვლენ ესაა ჩვენი თხოვნა, თორე ფულზე არაა საუბარი.“- ამბობს ბიბილეიშვილი


მარნეულის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვიდეო მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მერია ცენტრის დირექტორს და მშობლებს შეხვდა. მერის პირველი მოადგილე, ლაშა ლობჯანიძე ამბობს, რომ ადრეული ჩარევის ცენტრის დირექტორმა მშობლებს ინფორმაცია არასწორად მიაწოდა, რასაც ბიბილეიშვილი უარყოფს.

„რაზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება, რა სახინს ინფორმაციაზეა ზოგადად საუბარი რა უნდა მიმეწოდებინა არასწორად. და საერთოდ მე რომ იქ არ ვჩანვარ ეს ხომ კითხვის ნიშნებს იწვევს, სად ვიყავი მე?“-ამბობს ბიბილეიშვილი

მარნეულის მერიას საკუთარ ბალანსზე უნდა, რომ გადაიყვანოს 30 ბენეფიციარის მომსახურება. ადრეული ჩარევის ცენტრის თანამშრომლები კი მათთან გადავიდნონ სამუშაოდ, თუმცა ბიბილეიშვილი ამის მიზანს ვერ ხედავს, იმასაც ამბობს, რომ მერიამ თავიანთი პროგრამის მამთთვის მიცემაც შესთავაზა, რასაც გუნა ორგანიზაციის სახელით ვერ გააკეთებს, ამბობს, რომ მის კონპეტენციაში არ შედის და ორგანიზაციის საკუთრებაა.

„იყო ლაპარაკი, რომ ჩვენ მთელი გუნდი გადავსულიყავით მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ქვეშ, როგორც მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და რომც გადავსულიყავით რა სიკეთეს მოვიტანდით ამ შემთხვევაში?. ნუთუ ასე უფრო მეტის კეთება არ შემიძლია გარედან, როდესაც, როგორც დამოუკიდებელი სტრუქურა მთელი ეს ჩვენი 20 წლიანი დაგროვილი გამოცდილება რომ მოხმარდეს ბავშვების კეთილდღეობას. ისევ მაგათთვის არ ვმუშაობთ? „ - ამბობს ბიბილეიშვილი

აქვს თუ არა მერიას რესურსი იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დახმარება გაუწიონ და ჰყავთ თუ არა შესაბამისი სპეციალისტები ჩვენ მერიისგან გვინდოდა გაგვეგო პასუხი, თუმცა ლაშა ლობჯანიძე მუნიციპალიტეტის საიტზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ინფორმაციული თვალსაზრისით საკმარისად მიიჩნევს და დამატებითი კითხვებისთვის მერიის პიარ სამსახურთან გვამისამართებს, თუმცა ამდროდე ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ზარს არ პასუხობენ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები