„ფაქტობრივად ტანსაცმელის გარეცხვა ტალახით მიწევს“ - ვინსავხოზის მკვიდრი წყლის პრობლემაზე
59 წლის ფატმა აბდულაევას უკვე რამდენიმე წელია ყოველ დღე 100 მეტრის გავლა იმ არხამდე უწევს, საედანაც ყავისფერი წყალი ყოველდღიური საჭიროებებისათვის სახლში უნდა მიიტანოს . ის დღეს წყლის მოსატანად შედარებით მეტჯერ წავა, ოჯახის ხუთი წევრის ტანსაცმელი აქვს გასარეცხი.

„წყალს რატომ არ გვაწვდიან. ნახეთ ახლა როგორი წყლით ვრეცხავ ტანსაცმელს. ეს დაავადების ბუდეა, ფაქტობრივად ტანსაცმელს გარეცხვა ტალახით მიწევს“-ამბობს ფატმა

ფატმას მსგავსად , მეზობლებიც უწყლობას უმკლავდებიან და თავიანთ საცხოვრებელ გარემოს სირიის უდაბნოებს ადარებენ.

„ამ არხის წყალი ერთ დღეს მოდის, მეორე დღეს არა, სახლში მიგვაქვს და ველოდებით ტალახი იქნებ დაიწმინდოს და ისე გამოვიყენოთ. სირიის ვითარებებს აჩვენებენ და რა ჩვენ გამონაკლისი ვართ. როცა წყალი არ მოდის გუბე გროვდება აქ და იმით ვსარგებლობთ“

დღეს ის დღეა, როდესაც სოფლის მოსახლეობა მეზობლების რამდენიმე მანქანაში წყლის ჭურჭელს ალაგებს, რათა ახლო სოფლებიდან სასმელი წყალი მოიტანონ, ალგეთელები ამ ხერხს უკვე ერთ წელზე მეტია მიმართავენ.

„დღეს უკვე მორედ მივდივარ წყლის წამოსაღებად. პატარა ბავშვიც გვყავს სახლში, დიდი ოჯახი ვართ. დასაბანად, დასალევად, არაფრისთვის არაა წყალი. ვერ გავიგე რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ. ომში სამხედროებსაც კი აძევდნენ წყალს და ჩვენ არ გვაქვს. ძალიან ცუდი მდგომარეობაა.“

სოფელ ალგეთის (ეგრედწოდებული ვინსავხოზის) მკვიდრებს რამდენიმე წელია რაც სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს, როგორც თავად ამბობენ, ამ წლების მანძილზე ადგილობრივ თვითმართველობასაც ბევრჯერ მიმართეს, თუმცა პრობლემა ჯერაც არაა მოგვარებული, რის გამოც თავად გადაწყვიტეს მერიაში მისვლა და მერთან გასაუბრება.

ალგეთელებს მერთან შესახვედრად 2 საათი ლოდინი მოუწიათ, მაგრამ თემურ აბაზოვი არ აპირებდა მოსახლეობასთან მერიის ეზოში ჩასვლას და გასაუბრებას, მას სურდა რომ რამოდენიმე ადამიანი მის კაბინეტში ასულიყო და იქ განეხილათ აღნიშნული პრობლემა, რაზეც ალგეთელებმა უარი განაცხადეს და ლოდინის შემდგომ თავად შევიდნენ მერიის დიდ საკონფერენციო დარბაზში. მას შემდეგ, რაც 50-ზე მეტი ალგეთელი მერიის შენობაში შევიდა თემურ აბაზოვი მათთან შესახვედრად ჩავიდა და მოსახლეობას აცნობა, რომ ამ საკითხზე მერია უკვე მუშაობს და უახლოეს პერიოდში სასმელი წყლის პრობლემას მოაგვარებენ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები