ვიდრე მერია ძაღლების თავშესაფრის მოსახურეობისთვის ტენდერს გამოაცხადებს მარნეულში ძაღლმა კიდევ ერთი ადამიანი დაკბინა
25 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე , მარნეულში ჩაის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცს ძაღლმა უკბინა. მას მარნეულიდან ბაქოს მიმართულებით მზავრები უნდა წეყვანა, შემთხვევის შემდეგ  მარშრუტი არ შეუცლია. სამედიცინო დაწესებულებაში აცრა გაიკეთა და წავიდა.

დღეს ჩვენ სწორედ იმავე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით, ძაღლები თავს დაგვესხნენ. საბედნიეროდ, ეზოში შესულები არ ვიყავით და რკინის ჯებირი გვიცავდა. მაცხოვრებელები ამბობენ, რომ ძაღლები იქ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიმჩნევა, თანაც დიდი რაოდენობით.

მოსახლეობამ ამავე ადგილზე ადამიანის დაკბენის არაერთ ფაქტს იხსენებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფმა დაცვამ გვითხრა, რომ ყველა ამ ტერიტორიით სარგებლობს. ხალხსაც აფრთხილებენ, თუმცა თავადვე ამბობენ, რომ ზოგს მათი არ სჯერა.

აპირებს თუ არა მერია არსებული პრობლემის მოგვარებას და როგორ, მარნეულის მერიაში გვითხრეს, რომ მაწანწალა ძაღლების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, ამისათვის მერიამ 20 000 ლარი გამოყო ბიუჯეტიდან, ტენდერის გამოცხადებას კი უახლოეს დღეებში გეგმავენ.

მარნეულში ძაღლების თავშესაფარი არ არსებობს. მარნეულის მერიამ კი ძაღლების თავშესაფარის მომსახურეობისთვის 2017 წლის სექტემბერში ტენდერიც გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ინდმეწარმე, გიორგი მაღლაფერიძემ მიიღო . ტენდერის ღირებულება 12 700 ლარს შეადგენდა. ძაღლები ოზურგეთის თავშესაფარში გადაჰყავდა, თუმცა როგორც მაღლაფერიძე ჩვენთან საუბარში თავად აღიარებს ტენდერით გათვალისწინებული ძაღლების სრული რაოდენობა ვერ წაიყვანა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები