83 წლის ეთერ გაბაძე სოფელ ალგეთში (ვინსავხოზში) დაიბადა. როგრ თვად
ამბობს ,საკუთარი სახლი, სად ის ცხოვრობს თითქმის 100 წელს ითვლის.
ამ ხნის განმავლობაში კი სახლის რეაბილიტაცია არასდროს მომხდარა.
ეთერი რუსთავში გათხოვდა, ვინსავხოზის ბავშვობის სახლში დაბრუნება კი
ერთადერთი დის გარდაცვალების შემდეგ მოუწია.
20-მდე ადამიანი ორ ან სამსართულიან ბინებში ცხოვრობს, სოფლის
მოსახლეობა უწყლობას მრავალი წელია უჩივის, ოცამდე მცხოვრები წვიმის
წყალს ებრძვის, რომელიც მათ სახურავში ჩადის.
„კარგი, შუქს ჩვენ თვითონ გავაკეთებთ, რემონტსაც, მაგრამ სახურავი
გაგვიკეთონ. თქვენ თვითონ ნახეთ სახურავზე ტაშტები როგორ დავდეთ რომ
წყალი არ ჩამოვიდეს.“- ამბობს ეთერი
83 წლის ეთერს წვიმიან ამინდში სახურავზე ასვლა უწევს, თან ჭურჭელი
უნდა წაიღოს რომ იქნებ წვიმამ მისი ოთახი როგორმე დაიცვას, რომ არ
დააწვიმოს. 31 წლის ქამალა მამედოვა და 33 წლის ულვია მამედოვაც ამ
ავე ბინაში ცხოვრობს, ორივე მსგავს სიტუაციაშია.
„მეუღლე რუსეთში თავისთვის ცხოვრობს, მიმატოვა. რუსული სკოლა
მაქვს დამთავრებული, უმაღლესი არ მაქვს, ქართული არ ვიცი, სად დავიწყო
მუშაობა? არც მიწის ნაკვეთი მაქვს ,არც არაფერი. ერთადრთი მე ვარ და
ორი შვილი ამ დანგრეულ სახლში.“- ამბობს ულვია
ორივე მარტოხელა დედაა, ორივეს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ორივე
170 ლარიან ცოსიალური დახმარების იმედზე ცხოვრობს. ქამალა ამბობს, რომ
ყოველ წვიმიან ღამეს შვილებთან ერთად დაძინების ეშინიათ. ჭერის
ჩამოინგრევის შიში აქვთ.
„აი, ნახეთ ეს ჩვენი საცხოვრებელი ადგილია. ნაწილ- ნაწილ
დავფარეთ. აქ ბავშვთან ვწევართ , წვიმა რომ წამოვიდეს თავზე
დაგვენგრევა ერთ დღეს ჭერი. ცოტა გავარემონტეთ, 170 ლარიანი სოციალური
დახმარებით ვცხოვრობთ, იქ ორ შვილს კალამი უნდა, წიგნი უნდა.“- ამბობს
ქამალა
როგორც ბინის მკვიდრები ამბობენ, საცხოვრებელი ადგილები გაფორმებული
არ აქვთ. უამრავი პრობლემის მიუხედავად, ერთადერთი თხოვნა ის აქვთ,
რომ ადგილობრივმა მთავრობამ სახურავი შეაკეთოს.