აივაზ ჰასანოვის ქუჩის მკვიდრები ნაგვის ურნების არ ქონის გამო ნარჩენებს არხში ჰყრიან
მარნეულში აივაზ ჰასანოვის ქუჩა სიმყუდროვეთ და ერთი შეხევდით სილამაზით გამოირჩევა. კერძო სახლები, ხეები, ასფალტირებული შიდა გზა. თუ ამ ქუჩაზე იმ დღეს მოხვდებით როდესაც „გარა არხში“ წყალს გადაკეტავენ ტერიტორია ნაგვით ივსება. ქუჩაზე გავლა კი გაუსაძლისი ხდება სუნის გამო.

მოსახლ
ეობა აღიარებს, რომ ნაგავს მიმალულ ადგილებში ყრის , რადგან ურნები არასდროს ჰქონიათ. ჰასანოვის ქუჩის მოპირდაპირედ გამსახურდიას ქუჩააა, იქ ურნები არის, თუმცა თუმცა დღის ბოლოს ორი ურნა მეზობელი ქუჩის ნარჩენს ვეღარ იტევს.

“ნაგავს არხის ნაპირზე ვყრით. ამ ლამაზ ქუჩაზე ერთი ნაგვის ურნა არ გვაქვს. ბაზრის ტერიტორიაზე მცხოვრებლებიც აქ ყრიან ნაგავს და საშინელი სუნია. ერთი ჩაყრის იქ ნაგავს, მეც იქ ვყრი მერე. დაგვიდგან ერთი ნაგვის ურნა იქ გადავყრით ზაფხულში საშინელი სუნია, წყალი რომ წყდება არხში მთელი ნაგავი ჩანს. სუფთათ ვიქნებოდით ნაგვის ურნები რომ დაედგათ.“


ჰასანოვის ქუჩის ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით მოძველებული პასუხი აგქვს, ნაგვის ურნები, რომლებსაც მოსახლეობა სოფლებში და ქალაქში ითხოვს, შპს „სუფთა მარნეუელი“-ს დირექტორი ლერი მუმლაძე 6 თვეზე მეტია ერთსა და იმავეს გვპასუხობს, რომ მარნეულს „200 ურნა უნდა გადაეცეს, შემდეგ კი ქალაქასა და მარნეულის სხვა სოფლებში განაწილდეს, თუმცა როდის უცნობია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები