მოქალაქე, რომელმაც სოციალური სამსახურის პასუხი ვერ გაიგო ინფორმაციის გასარკვევად მერთან მივიდა
მარნეულის მერიაში ყოველი  ორშაბათი  მერთან მოსახლეობის შეხვედრის დღეა. სწორედ ასეთ  დღეს მივიდა 
63 წლის სოფელ თაზაქენდში მცხოვრები რაჰიდ მამედოვი მერთან საკუთარი პრობლემის გასაცნობად.
ოჯახში  რვა წევრი ცხოვრობს, სამს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს. მისი 34 წლის ბიჭი ციხიდან ოთხი თვის წინ გამოვიდა. რაჰიდი ამბობს, რომ ციხეში ყოფნის დროს შვილს თიაქარი სამ ადგილზე გაუჩნდა.

სასჯელის მოხდის შემდეგ კი რამდენიმე დღეში სიარულის უნარი დაკარგა, როგორც მამა ამბობს, შვილი ახლა მწოლიარეა და ექიმები სასწრაფო ოპერაციის საჭიროებაზე საუბრობენ, რისთვისაც მათ 3000 ლარი სჭირდებათ, თუმცა ოჯახს ამის ფინანსური საშუალება არ აქვს. საყოველთაო დაზღვევით კი 1500 ლარით დააფინანსეს. დარჩენილი თანხის შესაგროვენლად კი მარნეულის მერიას სთხოვეს დახმარება. როგორც მამედოვი ამბობს, 4 თვეა უკვე მერიაში დადის. 

“აქ მოვდივარ არავინ მეხმარება.  აგერ სოციალური ქულაც გვაქვს 22 000 ათასია. მეუბნებიან 350 ლარს გირიცხავთო. ბიჭი ვერ დადის , წოლით რეჯიმზეა და ფორმა ასიც მაქვს. თანხა რამდენიც არ უნდა იყოს 50%-ს ვრიცხავთო. 1400 ლარის 50%-ი  700 ლარია. მაშინ ჩამირიცხონ, მაგრამ მეუბნებიან არა 350 ლარს ვირიცხავთო“ - ამბობს მამედოვი

მამედოვი ამბობს, რომ სხვა შემოსავალი არაფერი აქვთ, რომ შვილს ოპერაცია თავისი სახსრებით გაუკეთონ. ახლა სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.

“ვიღებდით დახმარებას, იმ დღეს დავრეკე 15 05-ზე.  მითხრეს თვის ბოლოს იქნებაო. სხვა შემოსავალი არ გვაქვს 4 კაცი ოჯახში პენსიას ვღებულობთ. ისიც წინასწარ აღებული გვაქვს. ორ კაცზე თქვეს მოდით აიღეთო წინასწარ 50 ლარს აძლევენ. ჩემზეც ახლა მივედი, ვთხოვე ,88 ლარი მომცეს. დედაჩემი იღებს 180 ლარს და მაგაზეც ამბობენ წინასწარ თუ აიღებ 120 ლარს მოგცემთო.ეს როგორი სახელმწიფოა”- ამბობს მამედოვი

როგორც მარნეულის მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი დავით აროშიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს,  რაჰიდ მამედოვს იმ თანხის გადარიცხვა ეკუთვნის, რაც  დაზღვევის 50 %-ს შეადგენს. ეს თანხა კი 350 ლარია
რაც შეეხება რაჰიდის მიერ ნათქვამ ინფორმაციას, რომ მას მერია წესით 350 ლარის ნაცვლად 750 ლარით უნდა აფინანსებდეს, აროშიძე ამბობს, რომ მათთან სამსახურში არაერთხელ იყო მამედოვი და შეეცადეს აეხსნათ, რომ ვერ აანაზღაურებდნენ სავაადმყოფოს მიერ დამატებულ კვების და სხვა წვრილმან ხარჯებს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები