ალგეთელმა მოსწავლემ ხელნაკეთი ნივთების კიდევ ერთი გამოფენა მოაწყო და სხვა მოსწავლეების ნამუშვრებიც წარადგინა
სოფელ ალგეთის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე სერხან რზაევიმ ხელნაკეთი ნივთების შემდგომი გამოფენა მოაწყო.
ამჯერად გამოფენაში მონაწილეობა აზიზქენდის, თაზაქენდის და ალგეთის პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს. მათ კი საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. მუყაოს ქაღალდისგან დამზადებული გემი, თაბაშირის მტრედი, პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილი ვერტმფრენი, აკვარელით და კალმით დახატული პორტრეტები. მოსწავლეებმა ასევე პლასტელინისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთებიც წარადგინეს.

გამოფენა სერხან რზაევის ინიციატივით ჩატარდა, რომლის ინიციატივით მოსწავლეები აგროვებენ ნივთებს რის შემდეგაც ერთობლივი ნამუშევრების შექმნა დაიწყეს.

პირველი გამოფენა მარტში გაიმართა და სერჰანმა ამ გამოფენაზე პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილი ვერტმფრენი წარადგინა, ასევე ფეხსაცმლის საწმენდი კრემის კოლოფისგან გაკეთებული მობილურის დამტენი.  გამოფენებმა დამსწრეების მოწონება დაიმსახურა, რაც მოზარდის თქმით დიდ მოტივაციის მომცემია.

რადიო "მარნეული"
Print