მარნეულელები საჯარო ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას დადებითად აფასებენ, ხოლო ჯარიმა არასაკმარისად მიაჩნიათ
1 მაისიდან თამბაქოს კონტროლის შესახებ" მიღებული კანონპროექტი ძალაში შევდა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის (ასევე ელექტროსიგარეტის) აკრძალვას. რადიო „მარნეული“ დაინტერესდა თუ როგორ აფასებს ამ კანონს მოსახლეობა და ასევე, იმ დაწესებულების მენეჯმენტი, სადაც მოწევა იკრძალება.

ჩვენ მარნეულში მდებარე რამდენიმე კაფეს ვესტუმრეთ, რომლეთა უმრავლესბასაც შენობაში გამაფრთხილებელი ნიშანიც ჰქონდათ, რომ მოწევა აკრძალულია, არსებულ კანონს კი კაფეს წარმომადგენლები დადებითად აფასებენ.

„შუადღეს არავინ ეწევა შიგნით, მაგრამ საღამოს რომ ვერავინ გვხედავს მაშინ ვეწევით“ გვითხრა ერთ-ერთმა კაფის წარმომადგენელმა, შესაძლო ჯარიმების გაგების შემდეგ კი თქვა, რომ კაკნონი კარგია და შენობაში უკვე არავინ მოწევს.

მოსახლეობა ამბობს, რომ მსგავსი კანონი მათთვის ნამდვილად მისაღებია ჯარიმის რაოდენობას კი ზოგი არასაკარისად მიიჩნევვს.

„ჩემთვის მისაღებია ეს კანონი, თამბაქო ნებისმიერ ადამიანს ავნებს, პირველ რიგში მწეველებს და მეორე რიგში იმ ადამიანებს ვინც იქ არის. ვფიქრობ, რომ ეს კანონი სწორად არის მიღებული, უფრო უნდა გამკაცრდეს, 100 ლარი ჩემი აზრით, არ არის შესაბამისი ჯარიმა ამ კანონის დარღვევის შემთხვევში და უფრო მაღალი უნდა იყოს“

„მე არ ვეწევი სიგარეტს და არც მაინტერესებს. ისე, კარგი კანონია“

„კარგი კანონია. სიგარეტის მოწევა ერთ სივრცეში, როგორც მწეველს ავნებს, ასევე არამწეველისთვისაა ძალიან ცუდი“

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლს მიიღო. თამბაქოს მოხმარება იკრძალება ყველა შენობა-ნაგებობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.


კანონის მიხედვით მოწევა აკრძალულია რესტორნების, კაფეების, ბარების, კვების სხვა ობიექტების, გასართობი კლუბების, ცენტრების, კომერციული-სავაჭრო ობიექტებისა და მაღაზიების ინტერიერში, ანუ უშუალოდ შენობებში.

კანონის დარღვევისთვის ჯარიმა დაწესებულებებზე – 500 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1000 ლარია. ფიზიკური პირისთვის განკუთვნილი ჯარიმა 100 ლარია.

რადიო "მარნეული"
Print