საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის შაუმიანი-შულავრის გზაჯვარედინზე მოსახლეობის მოთხოვნით, შესაბამის ზომებს მიიღებენ
სადახლოს ავტომაგისტრალი დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადატვირთულია. სატვირთო მანქანები აზერბაიჯანის ან სომხეთის მიმართულებით მოძრაობს. როცა მაგისტრალურ გზაზე ვსაუბრობთ აქ ავტომობილების სიჩქარის თემაც განიხილება, ავტოსაგზაო შემთხვევებიც ხშირია.
შაუმიანი- შულავრის გზაჯვარედინზე ქვეითებისთვის ბორცვი, შუქნიშანი და არც ზებრა გადასასვლელი არსებობს. სწორედ აღნიშნულ მაგისტრალის ტერიტორიაზე უწევს სავაჭრო ჯიხურების მოვაჭრეებს, ტაქსის მძღოლებs და გარშემო მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიური გადაადგილება.

59 წლის აშოთ ხაჩატურიანი ტაქსისტია. ამბობს, რომ 3 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 26 წლის შვილი დაეღუპა და არ უნდა, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ მოხდეს. საგზაო ნიშნების საჭიროებაზე საუბრობს.
მოსახლეობა ამბობს რომ მარნეულის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ჯერ არაფერი შეცვლილა.

„სპიდომეტრზე წერენ 50 კმ. მაგრამ მანქანები 150 -ით დადიან. დარტყმა სასიკვდილოა სომხეთის მანქანები დადის ძალიან გადაჭარბებული სიჩქარით.“

„ ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, გზაზე გადასვლის გვეშიანია. ტრამპლინი გვინდა რომ დააყენონ. რამდენი ახლაგაზრდა დაიღუპა ამ მონაკვეთზე. რამდენჯერ ვთხოვეთ. ერთხელ მიხედონ აქაურობას. რამდენი ავარიის მომსწრეები ვართ“

„რამოდენიმე დღის წინ აქ ისეთი ავარია იყო მანქანა მაღაზიაში შევარდა. პრეფექტურაში რამდენჯერ მივმართეთ. გვითხრეს რომ ეს სატრანზიტო გზა არის და ამიტომ აქ არ დამონტაჟდება არაფერი. და სამხედრო ქალაქთან იგივე გზა არ არის იქ რატომ დაამონტაჟეს. სადახლოს გავლით რომ არის მოწესრიგებული ის არ არის სატრანზიტო?“

როგორც რადიო „მარნეულს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზააო მოძრაობის ორგაიზაციისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა პატაშურმა განუცხადა, შაუმიანი-შულავრის გზაჯვარედიზე განსახორციელებელი სამუშაოების თემა მერიის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლეს.

„კონტრაქტორს უკვე დავავალეთ, რომ სამუშაოები განახორციელოს. მობილიზებას გააკეთებს ჩვენი საგზაო ორგანიზაციცა და უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ეს არის ერთ-ერთი საჩქარო თემა, რომელიც უნდა გაკეთდეს და შესაბამისი სამსახურიც მზადაა ამისთვის. ბორცვები განთავსდება, თავის შესაბამისი სამართავი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებები. ნიშანი იქნება ეს თუ ჰორიზონტარული მონიშვნა, რაც განსაზღვრული არის“ -ამბობს მამუკა პატაშური

პატაშურის თქმით, სამუშაოები აღნიშნული გზის მონაკვეთზე უახლოეს მომავალში დაიწყება.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები