გამსახურდიას ქუჩაზე სწრაფი გადახდის აპარატი მეორედ გაქურდეს
2 მაისს გამსახურდიას ქუჩაზე კიდევ ერთხელ გაქურდეს "PAY BOX"-ის აპარატი. მოწყობილობა ერთ-ერთი მაღაზიის გვერდით დგას. როგორც ამავე მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, დილით აპარატი გატეხლი დახვდა სხვა ინფორმაციას არ ფლობს. სწრაფი გადახდის აპარატი მაღაზიის მეპატრონეს არ ეკუთვნის. როგორც მეპატრონე ამბობს ამ აპარატის მფლობელი რუსთავიდან არის.

ირგვლივ არც ერთ ობიექტზე არ არის დაყენებული სათვალთვალო კამერები.

მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტები. მათ ადგილზე ყვითელი ლენტი გაავლეს. 

პირველად კი სწორდეს ამავე აპარატი 10 აპრილს გაქურდეს. როგორც მაღაზიის მეპატრონე ჩვენთან საუბარში ამბობს. სწრაფი გადახდის აპარატის მფლობელი გუშინ იყო მისული და თანხა აპარატიდან წაიღო. 

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს , ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. 

რადიო "მარნეული"
Print