„აჰლი ბეითი“-ს და ქალთა გაერთიანება „ზეინაბი“-ს ორგანიზებით იმამ მეჰდის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დღეს, 2 მაისს მარნეულის კულტურის ცენტრში საზოგადოება „აჰლი ბეითი“, „აჰლი ბეითის“ მოყვარულთა ფორუმის, და ქალთა გაერთიანება „ზეინაბის“ ორგანიზებით მე-12 იმამის, იმამ მეჰდის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,
რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, მაჟორიტარ დეპუტატები და სხვა დაინტერესებული პირები.
ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ჩამოსული სტუმარი, ჰოჯათულ-ისლამ-ველ-მუსლიმინ რაჰიმ ქარგარი, დამსწრეების წინაშე სიტყვით გამოვიდა და იმამ მეჰდის შესახებ ისაუბრა.

ღონისძიება დასრულდა ჯგუფ „ალი თაჰას“ სასულიერო სიმღერებით.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები