მარნეულის მე-6 სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემაა
დღეს, 4 მაისს, მარნეულის მერიაში შეხვედრა გაიმართა CENN, პროექტების „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა ) სათემო ინიციატივის ფარგლებში, სადაც დამსწრეებთან ერთად განიხილეს და პრიორიტეტული საკითხეbi ჩამოწერეს მარნეულში არსებულ მე-6 საჯარო სკოლის, ყიზლაჯლოს საბავშვო ბაღისა და მარნეულის „ელევატორის“ დასახლების პრობლემებთან დაკავშირებით

წყლისა და სანიტარიის მდგომარეობის შეფასების შედეგად მეექვსე საჯრო სკოლის ყველაზე დიდ პრობლემას გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა წარმოადგენ, რაც შენობაში უსიამოვნო სუნს ქმნის, გარდა ამისა სხვადასხვა დაავადებების კერაა, სანაგვე ურნების არქონა, არსებული ბუფეტის ცუდი მდგომარეობა და სხვა პრობლემები. დღევანდელ შეხვედრას ამავე სკოლის დირექტორი არ ესწრებოდა, თუმცა რამდენიმე მშობელი იყო, რომლებიც გარკვეულ პრიორიტეტუულ საკიხებზე შეჯერდნენ.

მეორე საკითხი შეეხო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღის არსებულ მდგომარეობას. ბაღში სასმელად გამოიყენება ადუღებული წყალი, რადგან, წყლის უკანასკნელმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ წყალი დასალევად უვარგისი იყო. პრიორიტეტებზე ამ შემთხვევაში ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა ისაუბრა.

შეხვედრაზე მესამე საკითხი მარნეულში არსებულ „ელევატორის“ დასახლებას შეეხო, სამხარაულის დასკვნის შედეგად, შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია. მათი პრობლემების პრიორიეტად გამოტანა კი ამ შეხვედრაზე ვერ მოხერხდა, რაც შეეხება სახლების აშენებას, მარნეულის მერიის წარმომადგენელმა თქვა, რომ შესაძლებელია თანამშრომლობა დევნილთა სამინისტროსთან, თუმცა ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის და არც შესაბამისი სახსრები არსებობს , რომ მათ წინასწარი დაპირება მისცენ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად .

მოსახლეობას დაპირებებში ყოფნა უკვე წლებია უწევს. როგორც თავდ ამბობენ, წელს კიდევ ერთხელ დაჰპირდა დახმარებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე. თუმცა მათ იმედი კი გადაწურული აქვთ. ყოველდღიური ვითარება მათთვის გაუსაძლისი ხდება.

პროექტის მენეჯერმა ვახტანგ ქოჩორაძემ დღევანდელი შეხედრა მარნეულში მნიშვნელოვნად შეაფასა.
პროქტი - „საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივის „ ხორციელედება CENN- ის მიერ Global Water Callenge - ისა და კოკაკოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები