21 წლის მამაკაცი მარნეულში სოფელ სეიდ გოჯალში გარდაცვლილი იპოვეს
დღეს, 7 მაისს , დაახლოებით დილის 09:00 საათზე მანეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიდ ოჯაღში 1997 წელს დაბადებული ნამაზ ადილ ოღლუ ველიევი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც გარდაცვლილის ბებია და ბაბუა იხსენებს,  შვილიშვილი 6 მაისს საღამოს საათებში სახლიდან სატელეფონო ზარის შემდეგ გავიდა, იმასაც ამბობენ, რომ გვიან კიდევ ერთხელ დაუკავშირდა მათ, რომ სახლში დააგვიანებდა, თუმცა  დღეს დილით ის სოფლის ჭალაში გარდაცვლილი მწყემსმა იპოვა.

როგორც რადიო „მარნეულს“ სოფლის მოსახლეობამ უთხრა, ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და სახლში გადაასვენეს.

თვითვმხილველების თქმით, 21 წლის მამაკაცს თავის არეში ძლიერი დაზიანება აღენიშნებოდა.

როგორც რადიო "მარნეულს"  შინაგან საქმეთა სამინსტროში განუცხადეს, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით , სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. 108-ე (განძრახ მკვლელობა),  236-ე  (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას).

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. 





რადიო "მარნეული"


Print