მარნეული
სეიდ გოჯალის მკვიდრი - "სოფლის მეურნეობით ვართ დაკავებული და აქ მყიდველები არ მოდიან, ცუდი გზის გამო მანქანა უფუჭდებათ"
სოფელი სეიდი გოჯალი მარნეულიდან 21 კილომეტრის  დაშორებით მდებარეობს სოფელში მისასვლელად 20 კმ მოასფალტებულ გზას გადიხართ, შემდეგ კი ამორტიზებული გზით გიწევს სიარული. თუ სად მდებარეობს სოფელი ,როგორ უნდა მიხვიდე - ამის შესახებ შესაბამისი აბრაც არ არსებობს. სეიდ გოჯალში 120-მდე ოჯახი ცხოვრობს. 43 წლის ზაბიტ მამედოვს ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან და მესაქონლეობიდან აქვს, სოფელში არსებული გზის პრობლემა აწუხებს და ამბობს, რომ მოყვანილი პროტუქტი ბაზარში ვერ მიაქვს, უჭირს. სოფელში კი მყიდველები არ მიდიან. თავადვე ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევაში საქმე რთულად აქვთ, სოფლამდე ასვლას სწრაფად ვერ ახერხებენ ან საერთოდ არ მიდიან.

"მოვიდნენ, რომ წყალი უნდა გავიყვანოთო თქვენს სოფელშიo. მე ვუთხარი, რომ არ გვინდა ჩვენი პრობლემა გზაა. სოფლის მეურნეობით ვართ დაკავებული და აქ მყიდველები არ მოდიან, ცუდი გზის გამო მანქანა უფუჭდებათ. წყლის ფული შჭამეს და იმიტომ უნდოდათ გაყვანა. ჩვენ სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ გვაქვს"

სოფლის სკოლა არ აქვს, მოსახლეობა ამბობს, რომ ამის გამო მეზობელ სოფელში, არაფლოს სკოლაში უწევთ სიარული, შესაბამისად არსებული გზის გავლაც. სიტუაცია კიდევ უფრო რთული ზამთარშია, როდესაც ყველაფერს ერთად ატალახებული გზის პრობლემაც ემატება.

„ჩვენს სოფელზე უარესი სოფელი არსადაა. გზა არ გვაქვს. მერმაც იცის , სოფლის რწმუნებულიც. რამდენჯერ მივმართეთ. სოფლეში ვაგროვებთ თანხას და წელიწადში ერთხელ მოვხრეშავთ გზას. არჩევნებზე ყევალზე აქტიური სოფელი ჩვენია“

სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მათი პრობლემებით არავინ ინტერესდება. დაპირებებს მხოლოდ არჩევნებზე იღებენ.
მარეულის მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე სოფელ სეიდ გოჯალოში გზის რეალიტაცია არ იგეგმება

რადიო "მარნეული"

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ვერძი
დაიცავით ეტიკეტი და დისციპლინა. სხვა დღისთვის გადადეთ ექიმთან
ვიზიტი
09:23 / 20.01.2019
ვერძი
დაიცავით ეტიკეტი და დისციპლინა. სხვა დღისთვის გადადეთ ექიმთან ვიზიტი
მესენჯერმა WhatsApp 1-ლი იანვრიდან ცალკეულ
სმარტფონებში ფუნქციონირება შეწყვიტა
22:53 / 19.01.2019
მესენჯერმა WhatsApp 1-ლი იანვრიდან ცალკეულ სმარტფონებში ფუნქციონირება შეწყვიტა
2005
წელს დაბადებული ბიჭი, რომელთან დაკავშირებითაც ოჯახმა პოლიციამ 18
იანვარს მიმართა
22:22 / 19.01.2019
2005 წელს დაბადებული ბიჭი, რომელთან დაკავშირებითაც ოჯახმა პოლიციამ 18 იანვარს მიმართა
ვერძი
არ იწუწუნოთ. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობისადმი. საღამო
ახლობლების გარემოცვაში გაატარეთ
09:06 / 19.01.2019
ვერძი
არ იწუწუნოთ. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობისადმი. საღამო ახლობლების გარემოცვაში გაატარეთ
მსოფლიოს წამყვანმა სპორტული ფეხსაცმლისა და
ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ Nike-მა ინოვაციური
17:08 / 18.01.2019
მსოფლიოს წამყვანმა სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ Nike-მა ინოვაციური
მარნეულში წითელას ვირუსის შემთხვევა ერთით
გაიზარდა.
14:23 / 18.01.2019
მარნეულში წითელას ვირუსის შემთხვევა ერთით გაიზარდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
საავტომობილო
14:11 / 18.01.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საავტომობილო
მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში, ე.წ. ღორის გრიპით, 4 პაციენტი გადის
მკურნალობას.
13:50 / 18.01.2019
მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში, ე.წ. ღორის გრიპით, 4 პაციენტი გადის მკურნალობას.