სოფელ ქუთლიარის მოსწავლეებმა ანბანის გაცილება ღონისძიებით აღნიშნეს
8 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარის საჯარო სკოლაში ანბანის გაცილებისადმი მიძღვნილი ღონისძიება  გაიმართა. ამ დღისთვის პირველ კლასელები განსაკუთრებულად ემზადებოდნენ და უხაროდათ. ღონისძიება  დაწყებითი კლასის მასწავლებელი ხურამიზა მოლაევას ორგანიზებით მოეწყო. ეს დღე კი ერთგვარად მასწავლებლის შრომასა და მოსწავლეების შედეგს ასახავდა. პირველმა კლასელებმა სცენაზე  ლექსები და სიმღერები წარადგინეს.
ღონისძიებას მშობლები და სოფლის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები