მარნეულელ სამამულო ომის ვეტერანებს საჩუქრები გადასცეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მსაშტაბით სულ 12 სამამულო ომის ვეტერანია. 9 მაისის აღსანიშნავად მარნეულის მერის წარმომადგენლები ვეტერანთა ოჯახებში იმყოფეებოდნენ და სასაჩუქრე კალათებით ტკბილეული გადასცეს, ასევე თითოეულ მათგანს ფულადი საჩუქარი 250 ლარი გადასცეს.

სოფელ სადახლოში, კაჩაგანსა და შაუმიანში მდებარე სამამულო ომში გარდაცვლილთა მემორიალები ყვავილების გვირგვინებით შეამკეს.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი საქართველოში ოფიციალურად 1946 წლიდან აღინიშნება.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, - საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, - გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა.


რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები