მოსწავლეებმა პოეტ ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს
დღეს, 11 მაისს მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში პოეტ ზურაბ გორგილაძს 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეობას მარადისის  , დიოკნისისა და შულავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.  მათ ზურაბ გორგილაძის პოეზიის საღამო მოაწყეს ,დამსწრეებს პრეზენტაციის სახით წარუდგინეს ზურაბ გორგილაძის ბიოგრაფია და შემოქმედება.
მარადისის საჯარო სკოლის მასწავლებელი მაგული დეკანაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ერთმანეთის კულტურის მეტად გაცნობას უწყობს ხელს.



სკოლის მოსწავლე თამილა პაქსაძე ამბობს, რომ მათთვის ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია, რათა სხვა სკოლის მოსწავლეებიც გაეცნობიან მათ კულტურას



დღევანდელ ღოონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
ღონისძიება მარნეულის ბიბლიოთეკის პროექტ "ღირსახსოვარი თარიღები"-ს ფარგლებში გაიმართა

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები