პოლიტიკა
ნავერიანი მიიჩნევს, რომ კლუბებში სპეცოპერაციის შედეგად ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად არ დარღვეულა
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი მიიჩნევს, რომ 12 მაის, პარასკევს, ღამის კლუბ „ბასიანის“ და „გალერის“ სპეცოპერაციის ჩატარებისას ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით მნიშვნელოვანი დარღვევა არ მომხდარა.

„ არანაირად არ ყოფილა ადამიანის უფლებების დარღვევა . შეიძლება გადაცდომები იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს გამიზნულად არ ყოფილა. ზოგადად ნარკორეალიზატორებს ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ქვეყანაში უნდა აღვკვეთოთ ეს თემა. ადამიანების უფლებების დარღვევა ეს შეიძლება იყო, შეიძლება არა. ეს უკვე დღევანდელი და შემდგომი შეხვედრებიდან გამოაშკარავდება,ამის მერე კომენტარის გაკეთება უფრო შესაძლებელი იქნება.“-განაცხადა თამაზ ნავერიანმა"


დეპუტატმა, 13 მაისს პარლამენტის შენობასთან შეკრებილი,“ჩვენი თავისუფლებისთვის” აქციის  მონაწილეებთან შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა და ბოდიშის მოხდა დადებითად მიიჩნია  და ეს ფაქტი ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარების საშულაებად შეაფასა.

ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის მომხრე კი ნავერიანი ნაწილობრივ არის.

„მე მაქვს რიგი კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით და ამის მერე შევძლებ კომენტარის გაკეთებას“

რამდენიმე ათასი ადამიანი თბილისის ქუჩებში 12 მაისიდან აპროტესტებს ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. მშვიდობიანი აქციის პარალელურად 13 მაისს ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები, ძირითადად, ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებას და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

რადიო "მარნეული"
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
სოფელ ნორგულში დღეს „სოფლის კრება“ შედგა.
შეხვედრა სკოლის მიმდებაარე ტერიტორიაზე გაიმართა.
17:54 / 22.01.2019
სოფელ ნორგულში დღეს „სოფლის კრება“ შედგა. შეხვედრა სკოლის მიმდებაარე ტერიტორიაზე გაიმართა.
წერეთელში „სოფლის კრება“ ჩაიშალა. ამის მიზეზი
მოსახლეობის სიმცირე
12:49 / 22.01.2019
წერეთელში „სოფლის კრება“ ჩაიშალა. ამის მიზეზი მოსახლეობის სიმცირე
ვერძი
დინამიკური დღე გელით. კონკურენტებსაც უნდა გაუმკლავდეთ
10:02 / 22.01.2019
ვერძი
დინამიკური დღე გელით. კონკურენტებსაც უნდა გაუმკლავდეთ
დღეს, 21 იანვარიდან, მარნეულის 69 სოფელში
„სოფლის კრებების“ ჩატარება დაიწყო.
17:19 / 21.01.2019
დღეს, 21 იანვარიდან, მარნეულის 69 სოფელში „სოფლის კრებების“ ჩატარება დაიწყო.
მარნეულში სავარაუდოდ სანადირო თოფიდან
შემთხვევით გასროლით მამაკაცი გარდაიცვალა.
16:11 / 21.01.2019
მარნეულში სავარაუდოდ სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლით მამაკაცი გარდაიცვალა.
მარნეულის მერიამ სატელევიზო მომსახურეობის
შესყიდვისთვის თანხა 14 000 ლარით გაზარდა და 86 000 ლარს
შეადგენს.
15:51 / 21.01.2019
მარნეულის მერიამ სატელევიზო მომსახურეობის შესყიდვისთვის თანხა 14 000 ლარით გაზარდა და 86 000 ლარს შეადგენს.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
გაიმართება 2019 წლის 24 იანვარს 14:00 საათზე“ -  ამ შინაარსის
სათაურს ვკითხულობს მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და დაუჯერებლად
მიგვაჩნია, რომ მათ ერთი კვირით ადრე აცნობეს მოსახლეობას. განცხადება
17 იანვარს გამოქვეყნდა.
14:00 / 21.01.2019
„მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება 2019 წლის 24 იანვარს 14:00 საათზე“ -  ამ შინაარსის სათაურს ვკითხულობს მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და დაუჯერებლად მიგვაჩნია, რომ მათ ერთი კვირით ადრე აცნობეს მოსახლეობას. განცხადება 17 იანვარს გამოქვეყნდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის 74-ივე სკოლას
დეზინფექზია ჩაუტარდა.
13:20 / 21.01.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის 74-ივე სკოლას დეზინფექზია ჩაუტარდა.