რუსთავი-წითელი ხიდი, ალგეთი-სადახლოს ავტომაგისტრალის მშენებლობამდე მოსახლეობის ინეტერესების გასათვალისწინებლად კვლევას ატარებენ
ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც რუსთავიდან დაიწყება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩიდან ორად გაიყოფა და ის სადახლოს და წითელ ხიდს მოემსახურება , რომლის მშენებლობასაც აზიის განვითარების ბანკი განახორციელებს ავტომაგისტრალის მშენებლობამდე კი, როგორც ორგანიზაცია „ეკოსპექტრი“ გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების პროექტის კოორდინატორი ზურაბ რევაზიშვილი ამბობს, მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია, რომ მოსახლეობის ინტერესები დაცული იყოს, ამ მიზნით კი მათ დავალება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიიღეს, რათა მოსახლეობაში სოციალური კვლევის ჩატარება უზრუნველყონ.



როგორც რევაზიშვილი ამბობს, მარნეულელ მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა უკვე ჰქონდათ, პირველი სოციალური კვლევის შედეგად კი ისინი ავტომაგისტრალის მშენებლობას დადებითად მიიჩნევენ.




რევაზიშვილის თქმით, ისინი უახლოეს მომავალში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაშიც გეგმავენ მისვლას, რათა მათი კვლევის ძირითადი მიზნები გააცნონ.

რაც შეეხება უშუალოდ ავტომაგისტრალის მშენებლობას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ამ ეტაპზე მშენებლობის პროექტირება მინდინარეობს, რის შემდეგაც ტედერს გამოაცხადებენ. სამუშაოების განხორციელება კი 2020-2021 წლებში უნდა დასრულდეს. 

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები