სანდრა რულოვსის წიგნის პრეზენტაცია მარნეულში ხვალ გაიმართება
„ერთი იდეალისტის ისტორია“ სანდრა რულოვსის წიგნის აზერბაიჯანული ვერსიის პრეზენტაცია მარნეულში 15 მაისს გაიმართება .

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს პირველი ლედის (2004-2013 წწ) სანდრა ელიზაბეტ რულოვსის ავტობიოგრაფიული წიგნის „ ერთი იდეალისტის ისტორია“-ს აზერბაიჯანული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაცია 13:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ორგანიზატორები , პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აგილ მუსტაფაევი და სამირა ისმაილოვა არიან.
როგორც აგილ მუსტაფაიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბარში აღნიშნა წიგნი აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და პირველი პრეზენტაცია აზერბაიჯანში, ბაქოში თებერვალში გაიმართა.
მარნეულში აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისათვის პრეზენტაციას პირადად ავტორი დაესწრება.

წიგნი სანდრა რულოვსის და მიხელ სააკაშვილის გაცნობის ისტორიას, საქართველოში ცხოვრებას და პოლიტიკურ მოვლენების აღწერას მოიცავს.
„ერთი იდეალისტის ისტორია“ შვიდ ენაზეა ნათარგმნი.
Print