მარნეულში შოთა რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
დღეს, 15 მაისს, მარნეულში შოთა რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ერთ- ერთი სემინარი მარნეულის მერიაში ჩატარდა, სადაც განიხილეს „ რუსთაველი და მსოფლიო ლიტერატურა“

ღონისძიებას უძღვებოდნენ რუსთველოლოგები - მაკა ელბაქიძე, ივანე ამირხანაშვილი და ოქტაი ქაზუმოვი.

ივანე ამირხანაშვილი ფილოლოგიის დოქტორი ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიური კლევის ცენტრის ხელმთღვანელი ამბობს, რომ დღევანდელი დღე ქართული კულტურისათვის განსაკუთრებული დღეა.



შოთა რუსთაველის სახელობის, ქართული ლიტერატურის მეცნიერ-თანამშრომელი ოქტაი ქაზუმოვი ფიქრობს, რომ რუსთაველის მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში განხილვა მეტად შეუწყობს ხელს მის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით.



ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მერიის თანამშშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები. რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მარნეულში სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა. მათშორისაა მარნეულის რამდენიმე საჯარო სკოლა, ასევე კულტურის ცენტრი.

ღონისძიებები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება, სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“-ს ფარგლებში

რადიო "მარნეული"
Print