„ერთი იდეალისტის ისტორია“ - მარნეულში სანდრა რულოვსის წიგნის აზერბაიჯანული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, 15 მაისს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა ელიზაბეტ რულოვსის ბიოგრაფიული წიგნის „ერთი იდეალისტის ისტორია“ აზერბაიჯანული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.
მარნეულში გამართულ პრეზენტაციაზე თავად ავტორიც იღებდა მონაწილეობას, რომელიც დამსწრეებს წინგს შესახებ ესაუბრა.

შეხვედრა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აგილ მუსტაფაევი და სამირა ისმაილოვას მიერ იყო ორგანიზებული. სანდრა ელიზაბეტ რულოვსმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას აღნიშნა, რომ წიგნი აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და პირველი პრეზენტაცია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში თებერვალში გაიმართა.

„2005 წელს წიგნი ჰოლანდიურ ენაზე გამოიცა. შემდეგ ქართულად, რუსულად, ინგლისურად, პოლონურად, უკრაინულად, თურქულად და აზერბაიჯანულად ითარგმნა. წიგნის აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნისთვის ხარჯები ბაქოში არსებული ეროვნული იდეის ცენტრმა თავისთავზე აიღო და დიდი მადლობელი ვარ მათი“-აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსის თქმით, აზერბაიჯანულ ენაზე წიგნის პრეზენტაცია სხვა რეგიონებშიც გაიმართება.
წიგნი სანდრა რულოვსის და მიხელ სააკაშვილის გაცნობის ისტორიას, საქართველოში ცხოვრებას და პოლიტიკურ მოვლენების აღწერას მოიცავს. „ერთი იდეალისტის ისტორია“ შვიდ ენაზე ითარგმნა.





რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები