მერს 6 ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენელი ჯერ კიდევ არ ჰყავს
6 ადმინისრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ვაკანსია კვლავ ვაკანტურია და აღნიშნულ პოზიციებზე ადამინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმოამდგენლის უფლებამოსილებას 1 მაისიდან - 1 ივნისის პერიოდში ასრულებენ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელებისა და წარმომადგენლის ასისტენტების განყოფილების მესამე კატეგორიიის უმცროსი სპეციალისტები.
ამის შესახებ მარნეულის მერიის მიერ რადიო „მარნეულისათვის“ მიწოდებულ წერილობით ინფორმაციაშია საუბარი. ამ საკითხთან დაკავშირებით, რადიო „მარნეულისათვის“ კომენტარის გაკეთება მერიის არც ერთმა კომპეტენტურმა წარმომადგენელმა არ ისურვა, რის გამოც წერილობითი ინფორმაცია მერიის პიარისა და ინფორმაციის განყოფილებამ გამოგვიგზავნა.
როგორც მერიიდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დანიშვნა/შერჩევის წესი 2017 წლის 1 ივლისიდან რამდენჯერე შეიცვალა, რის გამოც შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ თოთხმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში სწორედ ამიტომ არაა მერის წარმომადგენელი ჯერ კიდევ არჩეული.
მერიიდან მიღებულ წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წლის 19–20 მარტს გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგად თოთხმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ვაკანტურ პოზიციაზე საკონკურსო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო წარმომადგენლის 8 პოზიციაზე აპლიკანტების შერჩევის თაობაზე. აღნიშნული 8 დანიშნული კონკურსანტი უფლებამოსილების განხორიციელებას შეუდგა 18 და 21 მაისიდან, რამოდნეიმე მათგანი კი უფლებამოსილების განხორციელებას 1 ივნისიდან შეუდგება.
რადიო „მარნეული“

Print